„აზერბაიჯანთან ერთად დაიწყო მუშაობა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, წერს თურქული მედია.
„აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე.
ლიბიასთან დადებულმა ნახშირწყალბადების შეთანხმებამ შექმნა თანამშრომლობის ახალი არეალი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“, – განაცხადა ერდოღანმა.
წყარო: bfm.ge