უნგრეთი და სერბეთი ააშენებენ ნავთობსადენს რუსული საწვავის ტრანსპორტირებისთვის

ბუდაპეშტი და ბელგრადი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის აშენებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება “დრუჟბას” მილსადენიდან.

აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.

„ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს და მისცემს სერბეთს “ურალის” იაფი ნავთობის მიღების საშუალებას“, – ვკითხულობთ მის სოციალურ ქსელში. კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს, მაგრამ “მომავალში ეს ძნელად შესაძლებელი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო და გავლენას მოახდენს საწვავის საზღვაო ტრანსპორტირებაზეც”.

უნგრეთი იღებს რუსულ ნავთობს “დრუჟბას” ნავთობსადენის სამხრეთ განშტოებით, რომელიც ასევე მიდის ჩეხეთისა და სლოვაკეთისკენ. უნგრეთში ერთადერთი დიდი დუნაის გადამამუშავებელი ქარხანა ტექნოლოგიურად არის მოწყობილი ისე, რომ იქ გადამუშავებული ნედლეულის მინიმუმ 65% რუსეთიდან უნდა მოვიდეს. საწარმოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მისი გადატანა სხვა კლასის საწვავის გამოყენებაზე შეიძლება მოითხოვდეს დამატებით რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს და დასჭირდეს ორიდან ოთხ წლამდე.

 

Leave a Reply