სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე სომხეთის ,,განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტურობის ფონდის“ ხელმძღვანელს კარენ ასატრიანს შეხვდა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე სომხეთის ,,განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტურობის ფონდის“ ხელმძღვანელს კარენ ასატრიანს შეხვდა. გაცნობითი სახის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინიციატივით გაიმართა.
 ორმხრივ შეხვედრაზე სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა სომხურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიული პროექტების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, ხაზი გაესვა ერთობლივი ჩართულობით რეგიონალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინვესტორების ინტერესს რეგიონის მიმართ.
ამასთან, შეხვედრაზე ჯაბა ხმალაძემ კოლეგას ქარის ელექტროსადგურის განვითარების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა EBRD – ის დაფინანსებით წარმატებით განახორციელა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ვიზიტის ფარგლებში სომხურმა დელეგაციამ ქართლის ქარის ელექტროსადგური დაათვალიერა. სომხურმა მხარემ თავის მხრივ გამოცდილება გაგვიზიარა მზის სადგურების მშენებლობისა და ოპერირების კუთხით.

Leave a Reply