Tag Archives: #თხევადი

ევროპა თხევადი გაზის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა

2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი გაზის შეძენა, ხოლო ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა, პირიქით, თხევადი გაზის შეძენა შეამცირეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გასულ წელს ჩინეთმა თხევადი გაზის შეძენა 21%-ით შეამცირა, ბრაზილია 72%-ით და ინდოეთმა 17%-ით. რუსულ ბუნებრივ გაზზე უარის თქმის შემდეგ საფრანგეთმა თხევადი გაზის შეძენა 99%-ით გაზარდა, ბელგიამ 167%-ით და ნიდერლანდებმა – 99%-ით. ამით გერმანიამაც ისარგებლა, რომელსაც დეკემბრამდე თხევადი გაზის ...

Read More »

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შეძენაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2.25 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეერთებული შტატებიდან შეძენაზე, მაგრამ გაზის მიწოდება შეიძლება არ დაიწყოს 2027 წლამდე. ამ ინფორმაციას RWE Supply & Trading 28 დეკემბერს ავრცელებს. შეთანხმებული მოცულობები ითვალისწინებს 30 თხევადი გაზის ტანკერის ან დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის გერმანიაში შეტანას, კონტრაქტი 15 წლიანია. RWE-ს ამერიკული კომპანია Sempra Infrastructure-ის პარტნიორია, ...

Read More »

იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს

იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ, კონგოში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისთვის მეორე მცურავი ქარხნის მშენებლობა დაგეგმა, რომლიც სიმძლავრეც წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. ახალი ქარხნის წყალობით, პროექტის ფარგლებში LNG წარმოება ყოველწლიურად 2025 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. „Eni-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს Wison Heavy Industry-თან მცურავი LNG ტერმინალის მშენებლობასა და მონტაჟზე, რომლის ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილების ერთი ნაწილი ტექინსპექტირებას ვერ გადის

საქართველოში „ჰიუნდაის“ და „კიას“ გარკვეული მოდელის ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გადიან. მიმდინარე წლის  1-ელი იანვრიდან თხევადი აირის სისტემის მქონე ავტომობილები ტექდათვალიერება სავალდებულოა, ხოლო კუსტარულად ჩამონტაჟებული ავზების შემთხვევაში ითვლება, რომ ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. თუმცა, რეგულაცია იმ ავტომობილებზეც ვრცელდება, რომლის ქარხნულად დამონტაჟებულ ავზებზეც ექსპლუატაციის ვადა მითითებული არ არის. ავტომფლობელები პრობლემებზე ალაპარაკდნენ და როგორც ამბობენ მანქანით ვეღარ გადაადგილდებიან, რადგან ჯარიმები ეწერებათ. „რეზონანსი“ შეეცადა ...

Read More »

საქართველომ თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის სამუშაო გეგმის მომზადება დაიწყო

საქართველომ თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის სამუშაო გეგმის მომზადება დაიწყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ვადები და ბიუჯეტი ჯერ უცნობია. „საქართველოს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი AGRI, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ისე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდეგ გაზიფიცირება ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-ოქტომბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,8 ათასი ტონა, რაც1,7 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,5 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 19,6 ათასი ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქმენეთი გაზის გამათხევადებელ დანადგარს ყიდულობს

თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნი Turkmengaz-ი აპირებს შეიძინოს მოწყობილობა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება გათხევადებული გაზის წარმოებაში. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გაზეთმა „ნეიტრალური თურქმენეთი“ დაწერა. გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრმა შაჰიმ აბრდახმანოვმა კაბინეტს წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს Turkmengaz-ის მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დანადგარის შეძენას. „აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაგაჯინის კომპლექსის მხრიდან გაზის გასუფთავებისა და გათხევადებული გაზის წარმოების სიმძლავრის მაქსიმალურ დონეზე გასვლას, რაც თავის მხრივ ხელს ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების შეფერხების ფონზე, თხევად ბუნებრივ აირზე გლობალური კონკურენცია მძაფრდება

რუსეთის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება აძლიერებს გლობალურ კონკურენციას საწვავის ზღვით მიწოდებისთვის, ქმნის ფასების ზრდისა და აზიიდან სამხრეთ აფრიკამდე ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ტრეიდერების თქმით, სამხრეთ კორეისა და იაპონიის კომპანიები აჩქარებენ გეგმებს თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად ზამთრისთვის, იმის შიშით, რომ ევროპა ასევე დაიწყებს მარაგების შევსებას. ფასის მიმართ მგრძნობიარე მყიდველებიც კი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ტაილანდი, ცდილობენ იყიდონ ტვირთი და ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზი 60 თეთრით გაიაფდა

ზედიზედ მეოთხე თვეა, თხევადი გაზის (LPG) ფასი მცირდება, რამაც მომხმარებელი საგრძნობლად გამოაცოცხლა. თხევადი აირის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ნიკა ხოფერია ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბიზნესისთვის განსაკუთრებით 2021 წელი იყო პრობლემური, რამაც ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.  ხოფერიას თქმით, მკვეთრი გაძვირების გამო ბაზარმა მომხმარებელთა დიდი ნაწილი დაკარგა, დღესდღეობით კი სექტორი მდგომარეობიდან გამოსვლას ახერხებს, ამ მხრივ ფასების კლებამ დიდი გავლენა მოახდინა. ,,ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზის ...

Read More »

ავსტრალია 2021 წელს გათხევადებული ბუნებრივი არის ექსპორტის ლიდერია

2021 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოს ლიდერი გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტში. მან აღნიშნული მაჩვენებლით წინა წლის ლიდერ ყატარს აჯობა. ბაზრის მკვლევარი ორგანიზაცია Kpler-ის ინფორმაციით, ავსტრალიამ 2021 წელს 80,23 მლნ ტონა თხევადი აირის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როცა 2020 წელს 77,63 მლნ ტონა გაიტანა ექსპორტზე. მეორე ადგილზე გავიდა ყატარი, რომელზეც მოდის 77,83 მლნ ტონა, ხოლო 2020 წელს 77,88 მლნ ტონა. მესამე პოზიციაზეა აშშ, ...

Read More »