2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი გაზის შეძენა, ხოლო ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა, პირიქით, თხევადი გაზის შეძენა შეამცირეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გასულ წელს ჩინეთმა თხევადი გაზის შეძენა 21%-ით შეამცირა, ბრაზილია 72%-ით და ინდოეთმა 17%-ით.
რუსულ ბუნებრივ გაზზე უარის თქმის შემდეგ საფრანგეთმა თხევადი გაზის შეძენა 99%-ით გაზარდა, ბელგიამ 167%-ით და ნიდერლანდებმა – 99%-ით. ამით გერმანიამაც ისარგებლა, რომელსაც დეკემბრამდე თხევადი გაზის მისაღები ტერმინალი არ ჰქონდა და იქ თხევადი გაზის მიწოდება მესამე ქვეყნების გავლით ხდებოდა.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 2023 წელს ჩინეთმა შეიძლება თხევადი გაზის შეძენის მოცულობა კვლავ გაზარდოს, რადგანაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები გაუქმდება, ამან კი შეიძლება მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის გარკვეული დეფიციტი გამოიწვიოს.
წყარო: pia.ge