Tag Archives: თბოსადგურები

როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს “თელასი” ტარიფის ზრდას?!

გასულ კვირას დასრულდა სს“თალასის“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების განხილვის საკითხი. ტარიფის კორექტირებაზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია აგვისტოსში მთელი თვის განმავლობაში მსჯელობდა. საჯარო განხილვებზე მოხდა ტარიფში შემავალი ყველა კომპონენტის ცალ-ცალკე განხილვა. სემეკის წარმომადგენლების განმარტებით, ტარიფის კორექტირების აუცილებლობა გამოწვეულია ლარის დეველვაციის გამო, რამაც თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაზარდა და, შესაბამისად, გაძვირდა ელექტროენერგიის წარმოების ღირებულება. ამას ემატება ისიც, რომ ლარის პრობლემის გამო, ასევე გაძვირდა ...

Read More »
თბოსადგურები აგვისტოში უნდა ვამუშაოთ რათა ზამთრის პერიოდში წყლის მარაგები შევინარჩუნოთ

თბოსადგურები აგვისტოში უნდა ვამუშაოთ რათა ზამთრის პერიოდში წყლის მარაგები შევინარჩუნოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” მოთხოვნა დააკმაყოფილა და 1 აგვისტოდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, დენის 4 თეთრამდე გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, კომისიას უკვე მიმართა ს/ს ,,თელასმაც” და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში (კომისიას განსახილველად 150-დღიანი ვადა აქვს), გაირკვვევა, გაძვირდება თუ არა დენიც თბილისში. ელექტროენერგიის გაძვირებასთან და სექტორის მომავალი განვითარებსი სტრატეგიასტან დაკავშირებით გაზეთ ...

Read More »
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდა

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო ტარიფი 3.348 თეთრით გაიზრდება, დღგ-ს გარეშე. როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, ახალი სამომხმარებლო ტარიფი 101 კილოვატის ჩათვლით არის 10.968 თეთრი, 101-301 კილოვატის ჩათვლით 14.348 თეთრი და 301 კილოვატს ზემოთ 18.178 თეთრი. აღნიშნული ტარიფები არის დღგ-ს გათვალისწინების გარეშე. ანალიტიკოსების შეფასებით რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო იქიდან გამომდიდარე, რომ ...

Read More »
სემეკი ვალდებულია დაიცვას როგორც მწარმოებლის ასევე მომხმარებლის ინტერესებისემეკი ვალდებულია დაიცვას როგორც მწარმოებლის ასევე მომხმარებლის ინტერესები

სემეკი ვალდებულია დაიცვას როგორც მწარმოებლის ასევე მომხმარებლის ინტერესები

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ როდესაც ტარიფის კომპონენტებში შედის ცვლილება, ეს საბოლოო ტარიფზე შესაბამის გავლენას ახდენს. როგორც არველაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, “ენერგო-პრო” “სემეკის” გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის, რადგან ისინი თვლიან, რომ ტარიფი საკმარისად არ გაიზარდა. “ტარიფების ცვლილებაზე უკვე კარგა ხანია შესულია მარეგულირებელ კომისიაში განაცხადები. მიღებულია გადაწყვეტილება თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურია გადაწყვეტილება, ამაზე ალბათ, “სემეკი” გასცემს პასუხს, თუმცა, როგორც ...

Read More »
თბოსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ადეკვატურია

თბოსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ადეკვატურია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის თაობაზე. ენერგეტიკის საკითხებში „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სემეკის გადაწყვეტილება თბოსადგურებისთვის ტარიფის კორექტირების თაობაზე ადეკვატური და გარდაუვალი იყო, რაც გამოწვეულია ბოლო დროს დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით. „როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს დოლარის გამყარების ფონზე თბოელექტროსადგურებს ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაეზარდათ, ...

Read More »
სემეკმა თბოელექტროსადგურებს გაზრდილი ტარიფი დაუდგინა

სემეკმა თბოელექტროსადგურებს გაზრდილი ტარიფი დაუდგინა

სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე წარმოადგინა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი. პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებმა ლარის კურსის ვარდნის შედეგად განიცადეს, მეორე პროექტი კი, ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა. კომისიამ კენჭი სწორედ მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო. მოქმედი ტარიფი კომპანია “ჯიფაუერისთვის” 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. ...

Read More »
ტარიფის გაზრდის საჭიროება ვალუტის კურსის გაზრდის გამო დადგა

ტარიფის გაზრდის საჭიროება ვალუტის კურსის გაზრდის გამო დადგა

ტარიფის გაზრდის საჭიროება დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ გაიზარდა ვალუტის კურსი, – სწორედ ამ სიტყვით ხსნის სემეკის წევრი, გოჩა შონია თბოელექტროსადგურების მიმართვას ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თბოელექტროსადგურებს თვითონ უწევთ შეიძინონ ბუნებრივი აირი იმისთვის, რომ აწარმოონ ელექტროენერგია. “კომისიაში შემოტანილი ჰქონდათ სატარიფო განაცხადები სამივე თბოელექტროსადგურს ტარიფის კორექტირებაზე. საქმე ეხება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებას, შესაბამისად, კომისიამ დაიწყო ამასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ...

Read More »
თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი გადაიდო

თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი გადაიდო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „ჯიფაუერის“, შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს 15 ივლისს განიხილავს. აღნიშნული საკითხების განხილვა ჩანიშნული იყო კომისიის 7 ივლისის საჯარო სხდომაზე. მიმდინარე წლის 29 ივნისს კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა კომპანიებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელთა მოწოდებაც ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, განისაზღვრა დამატებითი ვადა მოთხოვნილი ...

Read More »
გაძვირდება თუ არა თბოსადგურების ენერგიაზე ფასი 7 ივლისს გახდება ცნობილი

გაძვირდება თუ არა თბოსადგურების ენერგიაზე ფასი 7 ივლისს გახდება ცნობილი

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის”, შპს “მტკვარი ენერგეტიკისთვის” და შპს “ჯიფაუერისთვის” ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 7 ივლისის სხდომაზე მიიღებს. როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150 დღიანი ვადა აქვს, თბოსადგურების შემთხვევაში ბოლო ვადა სექტემბრის დასაწყისი იყო, თუმცა დეპარტამენტმა ამ საკითხებზე მუშაობა დროზე ადრე დაასრულა და პროექტს 7 ივლისს წარმოადგენს. თბოელექტროსადგურებმა ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს მას ...

Read More »
ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

დენის ტარიფის გაზრდას უკვე თბოსადგურებიც ითხოვენ. სემეკს სექტემბრამდე აქვს ვადა და ზაფხულში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტორსადგურებმა სემეკს უკვე მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა” და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირიების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული ...

Read More »