Tag Archives: #საბერძნეთი

საბერძნეთში ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ალექსანდრუპოლისში, ბუნებრივ აირზე მომუშვე ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ელექტროსადგურს თხევად ბუნებრივ აირს  მიაწოდებს მცურავი ტერმინალი, რომლის მშენებლობაც პარალელურად მიმდინარეობს. საბერძნეთისთვის ეს დიდი ნაბიჯია ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალის გასაზრდელად, ევროპისთვის კი – კონტინენტისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის კიდევ ერთი  საშუალებაა. საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მშენებარე ელექტროსადგური კიდევ უფრო გააძლიერებს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას, რადგან ისინი გამოიყენებენ თხევად ბუნებრივ აირს, რომელსაც, გაზსადენის ნაცვლად, გემებით მიიღებენ. მშენებლობის ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის – ანგარიში

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ China-CEE ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მეზობელ ქვეყნებს კასპიის რეგიონში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ექნებათ წვდომა და ასევე თხევადი გაზის ტერმინალებზე. „ეს პროექტი ცვლის თამაშის წესებს ბულგარეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და ზრდის საფასო კონკურენციას, ასევე უზრუნველყოფს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას“, – ნათქვამია ანგარიშში. IGB, რომელიც ...

Read More »

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ Trend-ს დიზაინერ კომპანია ICGB-ში განუცხადეს. „გაზსადენი ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის დილის 7 საათზე შევიდა. ბუნებრივი აირის პირველი მოცულობები ტრანსადრიატიკის გაზსადენიდან ინტერკონექტორით გავიდა. გაზსადენს წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. „ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის კომერციულ დაწყებას, რომლის მნიშვნელობაც სცილდება საბერძნეთისა და ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს. IGB-ის ექსპლუატაციაში შესვლით, ჩვენ გადავედით რეგიონის ენერგეტიკული სისტემის განვითარების საკვანძო ...

Read More »

საბერძნეთი შეშასა და თანამედროვე ბიოსაწვავზე ფასების ლიმიტს აწესებს

საბერძნეთში შეშაზე ფასების ლიმიტი დაწესდება. ფასის შეზღუდვა, ასევე გავრცელდება პელეტზეც (გრანულაზე), რაც ბიომასის დაპრესვით დამზადებული თანამედროვე ბიოსაწვავია. ქვეყნის განვითარების სამინისტროს გეგმა უწყების ხელმძღვანელმა, ადონის გეორგიადისმა გაახმიანა, რასაც Euractiv ავრცელებს. მიზეზად შეშისა და პელეტის, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით გაძვირება სახელდება. „ეს, რა თქმა უნდა, ბაზარზე ჩარევა იქნება, თუმცა საცალო ფასების ლიმიტი ისეთ დონეზე იქნება, რომ შავი ბაზარი არ შეიქმნება. ბუნებრივი ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

საბერძნეთი ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას არ აპირებს

საბერძნეთი აპირებს უარი თქვას ევროკომისიის გეგმაზე ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ. ამის შესახებ RBC-Ukraine საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელზე იანის იკონომზე დაყრდნობით წერს. საბერძნეთი ემზადება შესაბამისი საკითხი წამოაყენოს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების რიგგარეშე საბჭოზე, რომელიც ამ სამშაბათს გაიმართება. „კომისიის წინადადებას 15%-ით შემცირების შესახებ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს”- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ქვეყნებს შესთავაზა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან ...

Read More »

საუდის არაბეთის პრინცი ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში შეთანხმებების გასაფორმებლად საბერძნეთს ეწვევა

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი 26 ივლისს საბერძნეთს ეწვევა და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. ბინ სალმანის საბერძნეთში დაგეგმილი ვიზიტი იქნება პირველი ევროკავშირის ქვეყანაში, 2018 წელს, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულებები. ბერძნული დიპლომატიური წყაროს ცნობით, გარიგებები შეეხება ენერგეტიკის, სამხედრო და წყალქვეშა მონაცემთა ...

Read More »
თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს განაგრძობს. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, საბერძნეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინა პერიოდის დონეზეა. ნავთობის იმპორტი ბერძნული ტანკერების მეშვეობით ხორციელდება. ყოველდღიურად საბერძნეთი რუსეთისგან 4,5 მლნ ბარელ ნავთობს ყიდულობს, რომლის ფასი 509 მლნ აშშ დოლარია. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკელი და ევროპელი ...

Read More »

საბერძნეთმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი დააკავა

საბერძნეთმა რუსული დროშის ქვეშ მცურვი ნავთობის ტანკერი Pegas დააკავა. ამის შესახებ DW წერს. გემი საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მოთხოვნით 15 აპრილს დააკავეს. ტანკერის დაზიანების გამო, ის ბუქსირით გადაიყვანეს პელოპონესის ნახევარკუნძულის პორტში. იქ ნავთობი სხვა ტანკერში უნდა გადაეტვირთათ, რადგან შემაკავებელი ზომები ვრცელდება მხოლოდ თავად გემზე, მაგრამ არა მის ტვირთზე. ამინდის არასასურველი პირობების გამო, ტანკერი კუნძულ ევბეასთან ახლოს, კარისტოს ყურის ...

Read More »

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს. ინფორმაციას მედია ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კირიაკოს მიცოტაკისი ამბობს, რომ ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე და მიზნად ისახავს ევროპის ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. ცნობისთვის, რუსულ გაზზე უარი უკვე თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ და დანიამ.

Read More »

საბერძნეთი და ეგვიპტე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიც ენერგეტიკა და უსაფრთხოებაა. შეთანხმება ორშაბათს, 21 ივნისს, კაიროში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა სისის შორის შედგა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და საბერძნეთს, კვიპროსსა და ეგვიპტეს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მიცოტაკისმა ენერგეტიკისა და გარემოს შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე გააკეთა აქცენტი და მას უწოდა ნაბიჯი, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ...

Read More »