ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს განაგრძობს. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით იუწყება.
ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკელი და ევროპელი დილერების უმეტესობამ რუსულ ნავთობის კომპანიებთან ყოველგვარი კონტაქტები შეწყვიტეს.
Lloyd’s-ის ინფორმაციით, აპრილში პრიმორსკის, ნოვოროსიისკის და უსტ-ლუგის პორტებიდან 190 ტანკერი გავიდა, რომელთაგან 76 ბერძნული იყო. გამოდის, რომ 2021 წელთან შედარებით საბერძნეთმა რუსული ნავთობის ტრანსპორტირება სამჯერ გაზარდა.
უკრაინის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ კომპანიები და ქვეყნები, რომლების რუსეთის სამხედრო დანაშაულებს აფინანსებენ, ასევე, სანქციების ქვეშ მოექცევიან. მაისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის ნავთობზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს. საბერძნეთი, რომელსაც მსოფლიოში ტანკერების უდიდესი ფლოტი ჰყავს (716 ტანკერი), ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის, რადგანაც ეს მის ტანკერების ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის.