Tag Archives: რუსული გაზი

ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

„თურქული ნაკადის“ მილსადენის პროექტის განხორციელების პერსპექტივა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა, რუსულ საბრძოლო თვითმფრინავთან დაკავშრებული ინციდენტის შემდეგ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ თურქულმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდო, პროექტის განხორციელების ყველა იმედი გაქრა. ამ ეტაპზე, არც თურქეთს და არც რუსეთს არ გამოუთქვამს მზადყოფნას განიხილოს ეს საკითხი. როგორც რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება, კრემლი არ აპირებს „თურქული ნაკადის“ ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ეს შესაძლებელი დაახლოებით ათ წელიწადში გახდება. მისივე თქმით, კიევმა უკვე მოახერხა უარი ეთქვა გარკვეულწილად რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. შედეგად რუსული ბუნებრივი აირის წილი უკრაინის ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჯერად იგი მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს. ამას გარდა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო მუშაობა რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვისთვის. ამასთან, ოფიციალურ კიევს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე ...

Read More »
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ალბათობით ირანული გაზიც შემოვა საქართველოში

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ალბათობით ირანული გაზიც შემოვა საქართველოში

ყოფილი პრემიერის შეფასებით, საქართველოსთვის ირანთან მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ირანულ გაზზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა საინტერესო იქნება. ამასთანავე ივანიშვილი ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ელჩთან შეხვედრა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ გნებავთ მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც ...

Read More »
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების მიხედვით, ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს, რისი მიზეზიც რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობაა. ორი ქვეყნის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის საჰაერო ზონა არაერთხელ დაარღვია. “ჩვენ რუსეთის ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მყიდველები ვართ. რუსეთისთვის ჩვენი დაკარგვა დიდი ზარალი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყნებისგან შეიძენს ბუნებრივ აირს. ჩვენ შექმნილ ვითარებას ნამვილად ვერ ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

რუსულმა „გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. დღეღამის განმავლობაში მიწოდების საშუალო მოცულობა 6 მილიონი კუბური მეტრია. მიწოდების შესახებ კონტრაქტი მიმდინარე წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით გაფორმდა გაგრძელების შესაძლებლობით. დოკუმენტი ითვალისწინებს წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას. „რუსული გაზის იმპორტი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს დაიკმაყოფილოს ამ ენერგომატარებელზე არსებული მოთხოვნა, შიდა მოხმარებისა და ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ „გაზპრომში“. წყარო: commersant.ge

Read More »