ყოფილი პრემიერის შეფასებით, საქართველოსთვის ირანთან მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.
ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ირანულ გაზზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა საინტერესო იქნება. ამასთანავე ივანიშვილი ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობს.
„დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ელჩთან შეხვედრა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ გნებავთ მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც კავშირშია, ყველაფერში აქტიურად ვმონაწილეობ. უნდა ვიზრუნოთ ყველანაირად, რომ ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ. ირანი, ჩინეთი, რუსეთიც, რომ იცოდეთ აუცილებლად საჭიროა ჩვენთვის. ძალიან საინტერესო იქნება თუ ირანული გაზიც შემოვა საქართველოში და მე მგონი დიდი ალბათობით შემოვა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.