Tag Archives: #პლასტმასი

ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის მოხმარება აიკრძალება

დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას სახელმწიფოს მთავრობა ადასტურებს. მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის. აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა. “პლასტმასის ჩანგლის დაშლას 200 წელი შეიძლება დასჭირდეს, ...

Read More »

ახალი გადამუშავების პროცესი პლასტმასას უკეთ უტილიზაციის საშუალებას იძლევა

პლასტმასას ნარჩენების დაგროვება ოკეანეებში, ნიადაგსა და ჩვენს სხეულებშიც კი ჩვენი დროის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა: დღესდღეობით პლასტმასას 5 მილიარდ ტონაზე მეტია გადაყრილი. იმის მიუხედავად, რომ პლასტმასას გადამუშავების ეფექტური მეთოდების შემუშავებისთვის ბევრი ძალისხმევა გაიღო, ამ ფერადი მასალის გამოყენება კვლავინდებურად სერიოზულ პრობლემად რჩება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ტიპის პლასტმასა გვაქვს, ხოლო მისი გადამუშავება იმ მდგომარეობამდე, როდესაც შესაძლებელი გახდება მისგან ახალი ...

Read More »

პროექტი, რომელიც მდინარეს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებისგან იცავს

მოხალისეთა ერთი ჯგუფი ყოველ კვირას მიდის  ნიდერლანდების ქალაქ ბორგჰარენში, მდინარე მაასის სანაპიროზე. მართალია, ამ მდინარის აუზის ლანდშაფტი, ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზი და მშვიდი ჩანს, მაგრამ მოხალისეები მის ბედზე ძალიან ღელავენ.  მათი მიზანია, შეწყდეს იმ მდინარის ნაპირების დაბინძურება, რომელიც კვეთს ნიდერლანდების, ბელგიისა და გერმანიის ტერიტორიებს. ეს მოხალისეები პროექტს „სუფთა მდინარეები და შენაკადების“ წევრები არიან, რომელსაც შემოკლებით LIVES-ი ჰქვია. ეს პირველი ერთობლივი ...

Read More »

კანადა ერთჯერადი პლასტმასის დამზადებასა და იმპორტს კრძალავს

„მავნე“ ერთჯერადი პლასტმასების აკრძალვისთვის, კანადის მთავრობამ საბოლოო რეგულაციები გამოაქვეყნა. რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან შევა და ერთჯერადი პლასტმასის უმეტესი ნაწილის დამზადებასა და იმპორტსაც შეეხება. კანადის მთავრობის განცხადებით, აკრძალვა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასაზე, მათ შორის სავაჭრო ჩანთებზე, დანა-ჩანგალზე, საწრუპ ჩხირებსა და კვების სერვისთან დაკავშირებულ სხვა ნივთებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ, ჯერ კიდევ 2020 წელს, პროდუქტებსა და შეფუთვაში გადამუშავებადი პლასტმასის შემცველობის დარეგულირებისთვის სავალდებულო სტანდარტების ...

Read More »

ოკეანეების პლასტიკური დაბინძურება საგანგაშო დონეზეა

ასობით აკადემიური კვლევის მიმოხილვის მიხედვით, ოკეანეების პლასტმასის მასალით დაბინძურება საგანგაშო დონეს აღწევს და გაიზრდება მაშინაც კი, თუ მნიშვნელოვანი ზომები იქნება მიღებული ასეთი ნარჩენების მსოფლიო ოკეანემდე მიღწევის შესაჩერებლად. გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მიმოხილვამ, რომელიც გარემოსდაცვითი ჯგუფის, WWF-ის დაკვეთით ჩატარდა, შეისწავლა თითქმის 2600 კვლევითი ნაშრომი ამ თემაზე, რათა მიმოხილვა მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილ გაეროს შეხვედრას მიაწოდოს. “ჩვენ მას ვპოულობთ ოკეანის ღრმა თხრილებში, ...

Read More »

ახალი, შაქარზე დაფუძნებული პლასტმასა – მდგრადი, გადამუშავებადი და დეგრადირებადი

შაქრის ფუძეზე მკვლევარებმა შექმნეს მდგრადი პლასტმასა, რომელიც ძალზე ეფექტურია და უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასა. იგი ასევე დეგრადირებადი და ადვილად გადამუშავებადია. გარდა ამისა, სხვა გადამუშავებადი პლასტმასისგან განსხვავებით, მისი მექანიკური თვისებები არ უარესდება ხელახალი დამუშავების შემდეგ. პლასტმასისგან დაბინძურების პრობლემის გამწვავებასთან ერთად, მკვლევარები აორმაგებენ მცდელობებს, რათა შექმნან მდგრადი პლასტმასი არა ნავთობის წყაროებიდან. ბიოდეგრადირებადი პლასტმასები, რომლებიც დამზადებულია განახლებადი მცენარეული წყაროებიდან, როგორიცაა სიმინდის ან შაქრის ...

Read More »

წამყვანი ბრენდები, პლასტმასის წარმოების შემცირებაზე, გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, მათ შორის Coca Cola და PepsiCo, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან და გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ, რომელიც პლასტმასის წარმოების შემცირებას ითვალისწინებს. მსოფლიოს ოფიციალური პირები, ამ წლის ბოლოს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე შეიკრიბებიან, სადაც ველური ბუნებისა და ოკეანეების დასაცავად, პლასტიკური ნარჩენების კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას უკვე 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორისაა სამომხმარებლო პროდუქციის კომპანიები, Nestlé, ...

Read More »

პორტუგალიაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა

“პორტუგალიაში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების, როგორიცაა ბამბის ჯოხების, სამკაულების, დანა-ჩანგლის გაყიდვას კრძალავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. დადგენილება ასევე სასმელების ჭიქებისა და საკვების კონტეინერების მოხმარებას 2026 წლის ბოლომდე 80%-ით და 2030 წლის ბოლომდე 90%-ით შემცირებას ისახავს მიზნად. პორტუგალიის გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკვებისა და სასმელის მოხმარებისთვის მრავალჯერადი გამოყენებადი კონტეინერები იქნება გამოყენებული.

Read More »

დიდი ბრიტანეთი პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთებს აკრძალავს

BBC-ის წყაროების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა აკრძალოს პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთების გამოყენება. ჯორჯ ეუსტისმა (გარემოს დაცვის მდივანმა) აღნიშნა, რომ ყველამ დაინახა პლასტმასით გამოწვეული, გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები და შესაბამისად, მსგავსი ზომების მიღება სწორი და ძალიან დროულიც: “აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი პარკებისა და მწვანე სივრცეების ​​დაუდევრად მოფენილი პლასტმასისაგან გასუფთავებაში”. ხსენებული კანონი ხელს შეუწყობს შეაჩეროს პლასტმასის არასაჭირო გამოყენება, რომელიც საფრთხეს ...

Read More »

3D საამქრო პლასტმასის ნარჩენებისგან მეორეული პროდუქციის წარმოებას გეგმავს

სამმა მეგობარმა – ვახტანგ დოლიძემ, საბა სირაძემ და დავით ვაშაყმაძემ პლასტმასის ბოთლებით მეორეული პროდუქტის წარმოება გადაწყვიტეს და ოზურგეთში 3D საამქრო დააფუძნეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში საამქროს თანადამფუძნებელი ვახტანგ დოლიძე ამბობს, იდეა 2020 წლის დასაწყისში გაუჩნდათ და პანდემიის დროს „სოციალური ინოვაციების“ კონკურსზე გაიმარჯვეს.  „სოციალური ინოვაციები“ „კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც სოციალური ცვლილებების ხელშეწყობაზე ზრუნავს. „ვაპირებთ პლასტმასის ბოთლების და თავსახურების გადამუშავებას, ...

Read More »