„მავნე“ ერთჯერადი პლასტმასების აკრძალვისთვის, კანადის მთავრობამ საბოლოო რეგულაციები გამოაქვეყნა. რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან შევა და ერთჯერადი პლასტმასის უმეტესი ნაწილის დამზადებასა და იმპორტსაც შეეხება.
კანადის მთავრობის განცხადებით, აკრძალვა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასაზე, მათ შორის სავაჭრო ჩანთებზე, დანა-ჩანგალზე, საწრუპ ჩხირებსა და კვების სერვისთან დაკავშირებულ სხვა ნივთებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ, ჯერ კიდევ 2020 წელს, პროდუქტებსა და შეფუთვაში გადამუშავებადი პლასტმასის შემცველობის დარეგულირებისთვის სავალდებულო სტანდარტების დაწესების სავარაუდო თარიღად მომავალი ორი წელი დაასახელა.
ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან აიკრძალება, რაც ბიზნესს ალტერნატივების შესამუშავებლად და არსებული მარაგების ამოწურვისთვის საკმარის დროს მისცემს. 2025 წლის ბოლომდე კი მთავრობა ექვს კატეგორიაში პლასტმასის ექსპორტსაც აკრძალავს და თანატოლ იურისდიქციებს შორის პირველი გახდება, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე მიიღო.
კანადის მთავრობის მონაცემებით, ყოველწლიურად პლასტმასის 15 მილიარდამდე ჩანთა, ხოლო 16 მილიონი საწრუპი ჩხირი გამოიყენება. ნივთების იმპორტი 2023 წლის ივნისიდან, ხოლო გაყიდვა 2024 წლის ივნისიდან აიკრძალება.
წყარო: forbes.ge