Tag Archives: ირანული გაზი

ირანთან არამარტო გაზის არამედ ელექტროენერგიის შესახებაც დავიწყებთ საუბარს

კახა კალაძე: ირანთან არამარტო გაზის არამედ ელექტროენერგიის შესახებაც დავიწყებთ საუბარს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ირანი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რისი გამოყენებაც საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა, საქართველო ირანთან მოლაპარაკებებს გეგმავს. “უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, ელექტროენერგიის თვალსაზრისითაც დავიწყებთ საუბარს. ირანი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ძალიან მდიდარია თავისი რესურსებით და შეძლებისდაგვარად, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ...

Read More »
კახა კალაძე: თუ სომხეთს გაზი ირანიდან მიეწოდება, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება

კახა კალაძე: თუ სომხეთს გაზი ირანიდან მიეწოდება, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხი საქართველოსთვის წამგებიანი და მიუღებელია. როგორც კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელთან შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ამ საკითხზე მილერის მხრიდან შეხვედრაზე მინიშნება იყო. “მათ გააკეთეს მინიშნება, რომ სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან. რა თქმა უნდა,  ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და მიუღებელი იქნება. თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, ამაზე იყო საუბარი. ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. ...

Read More »
კახა კალაძე: ირანული რესურსები ჩვენს საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ

კახა კალაძე: ირანული რესურსები ჩვენს საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ირანის რესურსები გამოყენებული იქნას ჩვენს საკეთილდღეოდ, საქართველოში იქნას შემოტანილი , – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ირანული გაზის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ირანი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომელიც დღეს უკვე მისაღებია; ასე რომ, ვთქვათ, ამ ქვეყანას დიდი რესურსები გააჩნია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი რესურსები ...

Read More »
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ალბათობით ირანული გაზიც შემოვა საქართველოში

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ალბათობით ირანული გაზიც შემოვა საქართველოში

ყოფილი პრემიერის შეფასებით, საქართველოსთვის ირანთან მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ირანულ გაზზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა საინტერესო იქნება. ამასთანავე ივანიშვილი ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ელჩთან შეხვედრა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ გნებავთ მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზი - 240 დოლარი, რუსული - 200, ირანული - 400

აზერბაიჯანული გაზი – 240 დოლარი, რუსული – 200, ირანული – 400

მთავრობა რუსული გაზის იმპორტის პარალელურად, ირანული გაზის დაბევებაზეც იწყებს ფიქრს. რამდენად საინტერესოა ირანისთვის საქართველოს ბაზარი, ეს სხვა საკითხია, თანაც, ირანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ბუნებრივი აირის ფასს უკავშირდება. ამჟამად 1000 კბ/მ აზერბაიჯანული (კომერციული) გაზის ფასი 240 დოლარია, რუსულის- 200 დოლარი, ხოლო ირანულის – 400 დოლარი. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, მთავრობა ამტკიცებს, რომ ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

სომხეთის გაზგამანაწილებელ კომპანიას სრულად ფლობს რუსული “გაზპრომი”, რომელმაც, მართალია, გაზი გაუიაფა ერევანს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფზე არ ასახულა. სომხეთი ცდილობს ალტერნატიულ წყაროდ ირანული გაზი აქციოს, თუმცა რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ ამის გაკეთებას ნაკლებად შეძლებს. სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ სექტემბრის ბოლოს დააკმაყოფილა “გაზპრომ სომხეთის” განცხადება, სომხეთში ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის ორი წლით გახანგრძლივების შესახებ. კომისიამ, ასევე, განიხილა და დააკმაყოფილა ...

Read More »
რას მოუტანს მსოფლიოს ირანის სანქციებიდან გამოსვლა – გაზის ყველაზე დიდი მარაგი ირანშია

რას მოუტანს მსოფლიოს ირანის სანქციებიდან გამოსვლა – გაზის ყველაზე დიდი მარაგი ირანშია

ირანმა ბირთვულ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიმდინარე წლის ივლისში მიაღწია, სავარაუდოდ, 2016 წლიდან კი ირანი სანქციებიდან სრულად გამოვა. ირანი მსოფლიოში ენერგორესურსებით ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. რას მოუტანს მსოფლიო ეკონომიკას ირანის იზოლაციიდან გამოსვლა და როგორ შეიცვლება ფასები ნავთობსა და გაზზე? მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, სანქციების მოხსნიდან, რამდენიმე თვეში ირანი შეძლებს ნავთობის წარმოება 2011 წლის მაჩვენებლს დაუბრუნოს, ეს კი დაახლოებით 40 მილიონი ბარელია. თუმცა, ...

Read More »
მტკვრის წყალს ირანულ გაზზე გავცვლით?

მტკვრის წყალს ირანულ გაზზე გავცვლით?

“საქართველოდან, შესაძლოა, ირანში მილებით წყლის გატანა დაიწყონ: ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან (სევანის ტბა) მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – წერს გაზეთი “ალია” “საქართველოდან ირანში ...

Read More »