Tag Archives: #ჩინეთი

ჩინეთი იშვიათი კლასის რუსულ არქტიკულ ნავთობს ყიდულობს

ჩინეთი იშვიათი არქტიკული კლასის რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს. საუბარია Arco, Novy Port და Varandey-ზე. ამის შესახებ Bloomberg ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის (ბარელზე $60) შემოღებამდე ეს კლასები ევროპაში ექსპორტზე იყო ორიენტირებული. ჩინეთმა არქტიკული ნავთობის სამი გადაზიდვა იყიდა იანვრის ან თებერვლის მიწოდებისთვის, იტყობინება Bloomberg. თუმცა, Vortexa-ს ცნობით, პეკინმა პირველი მიწოდება ნოემბერში მიიღო. ანალიტიკოსები ...

Read More »

ჩინეთმა თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარის, ამუდარიის აუზიდან ნავთობის მოპოვებას დაიწყებს. საუბარია 4 500 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე. ეს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია. აღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-მ ავღანეთს სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო აქტივები დაუყადაღა და ...

Read More »

თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური ...

Read More »

ჩინეთში მსოფლიოს მეორე უდიდესი ჰესის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთში მეორე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მდინარე იანძზე რიგით მეექვსე ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავების ბოლო ერთეული უკვე მიუერთდა გადამცემ ქსელს. ბაიჰეტანის ჰიდროელექტროსადგური თექვსმეტ 1-გიგავატიან ტურბინას მოიცავს, რაც მას არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოში მეორე უდიდეს გენერატორად აქცევს. ელექტროსადგური წლიურად 62.44 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 90.45 მილიონი ტონა ქვანახშირის დაზოგვას და ნახშირბადის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელს 248.4 მილიონი ტონით ...

Read More »

ჩინეთი ცდილობს, რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს

ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. 2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი – ბარელზე $60 დააწესა. რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური ...

Read More »

სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოება მოითხოვა

9 დეკემბერს არაბ ლიდერებთან გამართულ სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოების მოთხვნა წამოაყენა. ჩინეთი აპირებს აქტიურად განაგრძოს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ნავთობისა და გაზის იმპორტირება. თუმცა დოლარის ნაცვლად, სავაჭრო ვალუტა ჩინური იუანი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს, თუ არა რომელიმე ქვეყანა ამ წინადადებას, ან როდისთვის შევა აღნიშნული ცვლილება ძალაში. ეს ნაბიჯი ჩინეთის ამბიციური გეგმების ნაწილია. იგი ცდილობს, იუანი მსოფლიო ...

Read More »

ჩინეთის შემდეგ, რუსულ ნავთობზე უარს ინდოეთიც ამბობს

ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები თავს შეიკავებენ რუსული ნედლი ნავთობის შეძენისგან 5 დეკემბრის შემდეგ, როდესაც რუსული ნედლეულისთვის დაწესებული სანქციები შევა ძალაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ინდურ კომპანიას Reliance Industries Ltd, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპლექსია, ჯერაც არ გაუკეთებია განაცხადი რუსული ნავთობის გადაზიდვაზე 5 დეკემბრის შემდგომი პერიოდისთვის. ინფორმირებული წყაროების თქმით, კომპანია უცხოური ბანკების რეაქციასა და მეორეული სანქციების დადებას უფრთხის. მას ...

Read More »

ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება. წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ. დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ ...

Read More »

სი ძინპინმა მისი პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა

როგორც იცით, გასულ კვირას პეკინში ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ყრილობა დაიწყო, სადაც აწ უკვე მესამე ვადით პრეზიდენტად დასანიშნად კვლავ სი ძინპინი ემზადება. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაში, მის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა. ჩინეთის ლიდერმა ბუნების დაცვას თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა. კონგრესის გახსნისას გაკეთებულ განცხადებაში, სი ძინპინმა მისი ათწლიანი მმართველობის ...

Read More »

სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა

სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში – 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ ...

Read More »