ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები თავს შეიკავებენ რუსული ნედლი ნავთობის შეძენისგან 5 დეკემბრის შემდეგ, როდესაც რუსული ნედლეულისთვის დაწესებული სანქციები შევა ძალაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების თქმით, რუსულ ნავთობზე შეკვეთები, 5 დეკემბრის შემდგომი პერიოდისთვის, არც ინდურ სახელმწიფო ნავთობგადასამუშავებელ Bharat Petroleum–ს გაუკეთებია.
წყარო: gbc.ge