ჩინეთმა თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა.

შეთანხმების მიხედვით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარის, ამუდარიის აუზიდან ნავთობის მოპოვებას დაიწყებს.

საუბარია 4 500 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე. ეს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია.

აღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-მ ავღანეთს სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო აქტივები დაუყადაღა და ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტა, რის გამოც ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა.

Leave a Reply