ჩინეთი იშვიათი კლასის რუსულ არქტიკულ ნავთობს ყიდულობს

ჩინეთი იშვიათი არქტიკული კლასის რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს.

საუბარია Arco, Novy Port და Varandey-ზე. ამის შესახებ Bloomberg ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის (ბარელზე $60) შემოღებამდე ეს კლასები ევროპაში ექსპორტზე იყო ორიენტირებული.

ჩინეთმა არქტიკული ნავთობის სამი გადაზიდვა იყიდა იანვრის ან თებერვლის მიწოდებისთვის, იტყობინება Bloomberg. თუმცა, Vortexa-ს ცნობით, პეკინმა პირველი მიწოდება ნოემბერში მიიღო.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ მიწოდებამ შეიძლება შეცვალოს ახლო აღმოსავლეთის ნავთობის კლასი.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply