Tag Archives: ბარელი

ნავთობის ფასი 50 დოლარს გადასცდა

ნავთობის ფასი 50 დოლარს გადასცდა

6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 0,60%-ით გაიზარდა და ბარელზე 50,04 დოლარი შეადგინა. 0,56%-ით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც ბარელზე 49,84 დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდა „შავი ოქროს“ წარმოების შემცირებამ განაპირობა. კანადაში ნავთობის მოპოვება დღეში თითქმის მილიონი ბარელით შემცირდა, ნიგერიაში კი 1,4 მილიონი ბარელით. წყარო: Bpn.ge

Read More »
საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მარტის თვიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე საშუალოდ, ბარელზე 9 დოლარით, ხოლო ნიუ-იორკში – ბარელზე 10,08 დოლარით გაიზარდა. დღეისათვის, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 45.57 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა – 43.97 დოლარი ბარელზე. ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია ...

Read More »

ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა

ლონდონის ბირჟაზე, Brent–ის ტიპის ნავთობის მსოფლიო ფასი ერთბაშად 7%–ით შემცირდა და ბარელზე 40,22 დოლარი შეადგინა. ფასების ვარდნა იმითაა გამოწვეული,  რომ დოჰაში კვირას გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ნავთობის მოპოვების გაყინვის შესახებ. შემდეგი შეხვედრა იმავე ფორმატში ივნისშია დაგეგმილი. 2016 წლიდან ნავთობის ფასები 30 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. დოჰას შეხვედრის მიზანი ამ ფასების კორექტირება იყო. ხელშეკრულების შავი ვარიანტი, რომლის განხილვასაც მწარმოებლები ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გასულ კვირაში ნავთობის მოპოვების რეკორდულმა მაჩვენებელმა ნავთობის ფასს კვლავ აიაფებს. კერძოდ, ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის ცნობით, 10-დან 18 მარტამდე პერიოდში შტატებში ნავთობის მარაგები გაიზარდა 9,4 მილიონი ბარელით. ეს მაჩვენებელი კი ანალიტიკოსების მიერ წინასწარ პროგნოზირებულს სამჯერ აღემატება. ექსპერტების ინფორმაციით, ამ ფონზე ენერგო ბაზარაზე დღიურად 0.6 მილიონი ბარელი ჭარბი ნავთობი მოიპოვება. ბერკლეისის პროგნოზით, თუ წარმოების ეს ტემპი შენარჩუნებული იქნა ...

Read More »
აზერბაიჯანმა 2016 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 50$ ჩადო

აზერბაიჯანმა 2016 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 50$ ჩადო

ნახშირწყალბადების ექსპორტზე დამოკიდებული აზერბაიჯანმა, 2016 წლის დეფიციტური ბიუჯეტის პროექტში ბარელი ნავთობის ფასი $50 ჩადო, წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებული $90-ის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე, ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს საიტზეა განთავსებული. ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 14.5 მლრდ მანათის შემოსავლების მიღება და 16.2 მლრდ მანათის ხარჯების დაფინანსება. ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია მშპ-ის 2.9%-ის დონეზე. მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის 1.8%-იანი ...

Read More »
ნავთობის ფასი ბოლო 4 თვის მინიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო 4 თვის მინიმუმზეა

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასების კლების ტენდენცია დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. დღეის მდგომარეობით ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ნავთობზე ფასები უკვე მინიმუმზეა ნავთობის გაიაფება დინამიკაში გრძელდება. ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ ბარელზე 47 დოლარზე ჩამოსვლით ბოლო 4 თვის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. დაიკლო ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმაც 2%-ით და მისმა ფასმა ღირებულებამ ბარელზე 53 დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსები ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 0,63$ შემცირდა და ბარელზე 41.87$ შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის მარტის შემდეგ. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისთან შედარებით აღნიშნული მარკის ნავთობის ფასი ჯამში დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. ანალიტიკოსების შეფასებით, სანავთობო ბაზრებზე გავლენას მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება ახდენს და ასევე ემბარგოს მოხსნის შემდეგ ირანული ნავთობპროდუქტების მიწოდების პერსპექტივა. ექსპერტების შეფასებით, ირანულ ნავთობზე ექსპორტის შეზღუდვების ...

Read More »