ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 0,63$ შემცირდა და ბარელზე 41.87$ შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის მარტის შემდეგ.

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისთან შედარებით აღნიშნული მარკის ნავთობის ფასი ჯამში დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. ანალიტიკოსების შეფასებით, სანავთობო ბაზრებზე გავლენას მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება ახდენს და ასევე ემბარგოს მოხსნის შემდეგ ირანული ნავთობპროდუქტების მიწოდების პერსპექტივა. ექსპერტების შეფასებით, ირანულ ნავთობზე ექსპორტის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ამ ქვეყნიდან ნავთობის მიწოდება დღეში 1 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, “შავი ოქროს” მიწოდების მაჩვენელებს შეინარჩუნებენ, 2016 წლისთვის ბარელზე ფასი კიდევ 10$-ით შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასი ასევე შემცირდა ლონდონის ბირჟაზე და Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 48.57 დოლარი შეადგინა.

bpn.ge

Leave a Reply