აზერბაიჯანმა 2016 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 50$ ჩადო

აზერბაიჯანმა 2016 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 50$ ჩადო

ნახშირწყალბადების ექსპორტზე დამოკიდებული აზერბაიჯანმა, 2016 წლის დეფიციტური ბიუჯეტის პროექტში ბარელი ნავთობის ფასი $50 ჩადო, წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებული $90-ის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე, ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს საიტზეა განთავსებული.

ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 14.5 მლრდ მანათის შემოსავლების მიღება და 16.2 მლრდ მანათის ხარჯების დაფინანსება. ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია მშპ-ის 2.9%-ის დონეზე.

მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის 1.8%-იანი ზრდის მოლოდინი ჩადო, ხოლო წლევანდელი ბიუჯეტით 4.4%-ია გათვალისწინებული.

ქვეყნის მთავრობა, მშპ-ის ზრდის ტემპის შენელებას ნავთობის მოპოვების შემცირებით ხსნის და ელოდება, რომ სანავთობო სექტორის წილი ეკონომიკაში მომავალ წელს 53.5%-მდე შემცირდება, წელს მოსალოდნელი 65.3%-ის ფონზე.

Leave a Reply