Tag Archives: ავარია

GWP წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს

GWP წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დიდ დიღომში, წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს, – ამის შესახებ კომპაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც “ინტერპრესნიუსს” GWP-დან აცნობეს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” “გუდვილის” მიმდებარედ გადაუდებელი სამუშაოები უკვე დაასრულა, მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენის პროცესი. “ჰიპერმარკეტ “გუდვილის” სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. ...

Read More »

GWP მარჯანიშვილზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დღის ბოლომდე მოახერხებს

თბილისში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილი გასკდა, რამაც მთელი ქუჩა დატბორა. შემთხვევა წუხელ მოხდა.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამსახურის და GWP თანამშრომლები. მათ წყლის გადაკეტვა მოახერხეს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს და მოსახლეობას წყლის მიწოდება ღამით, 24:00 საათიდან აღუდგება. უცვლელად გთავაზობთ კომპანიის ...

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

დღეს დილას მომხდარი ავარიის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ჟინვალის, ჭოპორტის, ნ. შენგელაიას, ჩარგლისა და ლიახვის ქუჩებს, ასევე სანზონის დასახლებაში მდებარე შენობებსა და დ. გურამიშვილის N19, 21 და 23-ე კორპუსებს (სულ – 4000მდე აბონენტს). “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს და გაზმომარაგება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის, ...

Read More »
გმირთა მოედანზე დაზიანებული გაზის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე გაზის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე, გაზის მილი დაზიანდა, ადგილზე სამუშაოებს “ყაზტრანსგაზი” ახორციელებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ყაზტრანსგაზმა“ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. „შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გაზის მილი დაზიანდა. ძალიან სწრაფად გადავეცით „ყაზტრანსგაზს“. მათი მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, გამოიგზავნა ბრიგადა და ადილზე გაზის მიწოდება შეწყდა. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია მილის დაზიანება და მოხდება მისი აღდგენა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Read More »
ელექტროგადამცემი ხაზი " იმერეთი 500" გათიშვა

ელექტროგადამცემი ხაზი ” იმერეთი 500″ გათიშვა

დღეს, 12:00 საათზე, ავარიულად გამოირთო კომპანია „საქრუსენერგოს“ კუთვნილი მაღალი ძაბვის, 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ იმერეთი -500 “, ავარიის შედეგად ამუშავდა ”ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკა” , რამაც მთლიანი სისტემა დაიცვა სრული ჩაქრობისგან და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მომხმარებლებს. დაახლოებით, 15 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა თბილისის შეზღუდულ რაიონებს. ამ წუთებში კი მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოს დარჩენილი მომხმარებლისთვის ენერგომომარაგების აღდგენა. კომპანია „საქრუსენერგო“ ...

Read More »