საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვას. გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას. „ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. სემეკში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების პროგრამების დანერგვისა და გაუმჯობესების ...
Read More »