რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, IEA წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების 10-პუნქტიან გეგმას გვთავაზობს, რომელიც ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შესარბილებლად შემუშავდა. მასში ასევე მოცემულია თუ ხსენებულ ღონისძიებებსა და ქმედებებს რა კონკრეული ზეგავლენა და ეფექტი ექნება უახლოეს მომავალში. ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარდა მყისიერი შედეგისა, ხსენებული გეგმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე დამოკიდებულებისაგან სრულად თავის დაღწევაშიც:
ნაბიჯი 1: მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვების გამკაცრება მინიმუმ 10 კმ/სთ-ით.
ეფექტი: თუ, როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სატვირთო მანქანები სიჩქარეს 10 კმ/სთ-ით შეამცირებენ, შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი მოცულობის საწვავის დაზოგვა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პრესპექტივაში (დღეში დაახლოებით 290 ათასი ბარელიდან 430 ათას ბარელამდე).
ნაბიჯი 2: სადაც შესაძლებელია, ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკის დანერგვა (3 დღე სახლიდან მუშაობა).
ეფექტი: ერთ დღე სახლიდან მუშაობამ შესაძლოა დაზოგოს დღეში დაახლოებით 170 ათასი ბარელი საწვავი, ხოლო სამმა დღემ – დაახლოებით 500 ათას ბარელი.
ნაბიჯი 3: უმანქანო კვირა დღეები დიდ ქალაქებში.
ეფექტი: მოკლევადიან პერიოდში დაზოგავს დღეში დაახლოებით 380 ათას ბარელ საწვავს, თუ აღნიშნული ღონისძიება დიდ ქალაქებში ყოველ კვირას განხორციელდება, ხოლო, თუ თვეში მხოლოდ ერთ კვირას – 95 ათას ბარელს დღეში.
ნაბიჯი 4: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაიაფება, ასევე, მიკრომობილების, ფეხით და ველოსიპედით სეირნობის წახალისება.
ეფექტი: მოკლევადიან პერსპექტივაში ხსენებული ღონისძიებების გატარება დაზოგავს დღეში დაახლოებით 330 ათას ბარელ საწვავს.
ნაბიჯი 5: დიდი ქალაქებში კერძო ავთომობილებზე წვდომის დარეგულირება. მაგალითად, უკვე კარგად ნაცადი მეთოდის გამოყენება, რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო საბერძნეთში, მექსიკაში, იტალიასა და ესპანეთში, ნავთობთან დაკავშირებული პირველი შოკის პერიოდში: კენტი და ლუწი რიცხვით დაბოლოებული სანომრე ნიშნების მქონე მანაქანებისთვის კვირის კონკრეტულ დღეებში მოძრაობის აკრძალვა/გადანაწილება.
ეფექტი: ხსენებული დაზოგავს დღეში დაახლოებით 210 ათას ბარელ საწვავს მოკლევადიან პერსპექტივაში.
ნაბიჯი 6: დიდი ქალაქებში, კერძო ავტომობილებზე წვდომის შეზღუდვა. მაგალთად: გაზიარება, ნაცნობების ერთად მგზავრობა, ოჯახში მხოლოდ ერთი ავტომობილის გამოყენება და ა. შ.
ეფექტი: მოწინავე ეკონომიკების მქონე ქვეყნებში ავტომობილების საშუალო დატვირთვის დაახლოებით 50%-ით შემცირება, რომელიც დაზოგავს დღში დაახლოებით 470 ათას ბარელ ნავთობს, მოკლევადიან პერიოდში.
ნაბიჯი 7: სატვირთო მანქანების მართვისა და საქონლის მიწოდების ეფექტიანობის წახალისება.
ეფექტი: აღნიშნული შესაძლებელს გახდის დღეში დაახლოებით 320 ათასი ბარელი ნავთობის დაზოგვას, მოკლევადიან პერიოდში.
ნაბიჯი 8: შეძლებისდაგვარად, თვითმფრინავების ნაცვლად ჩქაროსნული და ღამის მატარებლების გამოყენება.
ეფექტი: მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლებელს გახდის დღეში დაახლოებით 40 ათასი ბარელი საწვავის დაზოგვას.
ნაბიჯი 9: მივლინებებისა და საქმიან მოგზაურობების მინიმუმამდე შემცირება, რადგან, უკვე არსებობს კარგი ალტერნატიული საშუალებები ონლაინ-შეხვედრების სახით.
ეფექტი: მოკლევადიან პერსპექტივაში, დაზოგავს დღეში დაახლოებით 260 ათასი ბარელ საწვავს.
ნაბიჯი 10: ელექტრო და ენერგოეფექტური მანქანების გამოყენების წახალისება.
ეფექტი: მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლებელს გახდის დღეში დაახლოებით 100 ათას ბარელზე მეტი ნავთობის დაზოგვას.
IEA დარწმუნებულია, რომ მოცემული გეგმა, სხვა სტრუქტურულ ზომებთან და ღონიძიებებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ნავთობსა და ნავთობპროდუტებზე დამოკიდებულებისგან საბოლოოდ განთავისუფლებაში.