Tag Archives: #ნავთობკომპანიები

OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბი ოდენობა იწინასწარმეტყველა

მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა ნავთობის ჭარბი რაოდენობა შეიქმნას უკვე 2021 წლის დეკემბერში. OPEC-ის გენერალური მდივანის მოჰამედ ბარკინდოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ეს პროგნოზი დაკავშირებულია ჭარბი ოდენობით მიწოდებასთან. ამის მიზეზი გახდება COVID-19 პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის თანდათანობითი შენელება, წერს Bloomberg. ნავთობის მარაგების აღდგენა ხდება ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში. თუმცა OPEC-ს შავი ოქროს მოპოვების გაზრდა მხოლოდ ეტაპობრივად შეუძლია. ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ...

Read More »

OPEC + ქვეყნებმა ოქტომბერში შეთანხმება 116%-ით შეასრულეს

“OPEC +”-ის ქვეყნებმა ოქტომბერში, ისევე როგორც გასულ თვეში, ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება შეასრულეს 116%-ით, ნათქვამია IEA-ს ანალიტიკოსების გათვლებზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, OPEC-ის წევრებმა თავიანთი ვალდებულებები შეასრულეს 124%-ით, ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის წევრები – 103%-ით. ოქტომბრის თვეში “OPEC +”-ის ნავთობის მიწოდებები გაიზარდა 560 ათასი ბარელით/დღეში   42,79 მლნ ბარელამდე/დღეში, ძირითადად საუდის არაბეთსა (0,12 მლნ ბარელით/დღეში) და ყაზახეთში ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

OPEC-ის ქვეყნებმა ოქტომბერში ნავთობის წარმოება გაზარდეს

OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა ოქტომბერში ნავთობის მოპოვება 490 ათასი ბარელით, 36,82 მილიონ ბარელამდე გაზარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს. საუდის არაბეთმა ოქტომბერში ნავთობის მოპოვება 9,8 მილიონ ბარელამდე გაზარდა, თუმცა ის კვლავაც გადაჭარბებით ასრულებს  ნავთობის მოპოვების 1%-ით შემცირების თაობაზე მიზანს. OPEC-ის ათმა ქვეყანამ ოქტომბერში  შეთანხმება გეგმის 124%-ით შეასრულა, ხოლო, ორგანიზაციის არაწევრმა ქვეყნებმა – 103%-ით.

Read More »

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში 945,0 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. როგორც „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“ „ბიზნესპრესსნიუსს“ აცნობა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34,5 ათასი ანუ 3,8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 910,5 ათასი ტონა იყო. იანვარ-ოქტომბერში საერთო იმპორტიდან 490,2 ათასი ტონა იყო ბენზინი, ხოლო 454,7 ტონა – დიზელი. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთიდან საწვავის იმპორტს არაბრენდირებული ბენზინგასამართი ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

ქუვეითი მომავალი წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის 3,2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ქუვეითი გეგმავს 2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის გაზრდას 500 ათასი ბარელით/დღეში. ქუვეითის ნავთობის მინისტრის მოჰამად აბდულატიფ ალ-ფარესის განცხადებებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ვმუშაობთ ყველა სიმძლავრეზე და მზად ვართ გამოვაცხადოთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის შეგვიძლია სიმძლავრის 3.2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიმძლავრე გაიზრდება 500 000 ბარელით/დღეში. მ/წლის ოქტომბრის თვეში ქუვეითმა აწარმოა 2,5 მილიონი ბარელი ...

Read More »
ბოლო ერთ თვეში ნავთობი 16 პროცენტით გაიაფდა

კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნება. საწარმო USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპატრნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნება. მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯიას“ მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. საწარმოს 16 ნოემბერს ოფიციალურად გახსნიან USAID/საქართველოს ...

Read More »
ივა ჭყონია: „ქართული ოცნების“ დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე, ვერ ან არ განხორციელდა

ივა ჭყონია: თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება. მისი განმარტებით, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საწვავი და ვალუტის კურსია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ფასების ზრდა პირპირპროპორციულად ისახება პროდუქციის ფასზე. „იძულებით ხდება და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ეხალისება. გარდა ამისა, არის სეზონური ფაქტორიც – ხილი, ბოსტნეული, რომელიც ქვეყანას ადგილობრივი ...

Read More »
ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.05  (- 0.12)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.88 (+ 0,09)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჩინეთიში ნავთობპროდუქტების წარმოება აღდგა

ოქტომბერში ჩინეთის ნავთობის დღიური გადამუშავება გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის წარმოების მოცულობას საწვავის მაღალი ფასებისა და სტაბილური მოთხოვნის ფონზე ზრდიან. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ოქტომბერში 58,4 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიხედვით, ქვეყანაში დღეში 13,75 მილიონი ბარელი იწარმოება, ცნობისთვის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 13,64 მილიონი ბარელი იყო. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წარმოება  3%-ით შემცირდა, თუმცა გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2021 ...

Read More »
უკრაინა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ აზერბაიჯანიდან 390 მლნ დოლარის ნავთობის იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ ნავთობისა და სანავთობო ნედლეულის იმპორტი 9,6%-ით გაზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,155 მლნ ტონამდე. ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გავრცელებული მონაცემების თანახმად, განხორციელდა 583,566 მლნ დოლარის ნედლეულის იმპორტი, რაც 1,7-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 390,435 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ნედლეული, ალჟირიდან – 100,146 ...

Read More »