რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

ქუვეითი მომავალი წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის 3,2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ქუვეითი გეგმავს 2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის გაზრდას 500 ათასი ბარელით/დღეში. ქუვეითის ნავთობის მინისტრის მოჰამად აბდულატიფ ალ-ფარესის განცხადებებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა სიმძლავრეზე და მზად ვართ გამოვაცხადოთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის შეგვიძლია სიმძლავრის 3.2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიმძლავრე გაიზრდება 500 000 ბარელით/დღეში.

მ/წლის ოქტომბრის თვეში ქუვეითმა აწარმოა 2,5 მილიონი ბარელი ნავთობი დღე-ღამეში “OPEC +”-ის შეთანხმების თანახმად კვოტის შესაბამისად.

თავის ბოლო მოხსენებაში ქუვეითის სახელმწიფო კომპანიამ “Kuwait Oil Co.” (KOC) განაცხადა, რომ მისი სიმძლავრე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით შემცირდა 227 ათასი ბარელით/დღეში 2,579 მილიონ ბარელამდე/დღეში.

Leave a Reply