Tag Archives: #აშშ

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.02 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.02 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 419,801 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.48   მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.707  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,66  მილიონი ბარელით და შეადგინა  106.921 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

ნავთობის მოპოვების ზრდა – ბაიდენის მრჩეველები საუდის არაბეთში იმყოფებიან

საუდის არაბეთს ჯო ბაიდენის ორი მრჩეველი ეწვია. საიდუმლო შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა ნავთობის მოპოვების ზრდა და ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით ერ-რიადს თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის მიმართულების კოორდინატორი ბრეტ ბაკგურკი და სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ამოს ხოხშტეინი ეწვია. ჯერჯერობით უცნობია თუ ვის შეხვდებიან ამერიკელი ჩინოვნიკები საუდის ...

Read More »

HYUNDAI აშშ-ში ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხნის მშენებლობაში $5,5 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს

ავტომწარმოებელი Hyundai აშშ-ში $5,5 მილიარდის ღირებულების ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხანას ააშენებს. CNN-ის ცნობით, Hyundai-ს პირველი ელექტრომობილების ქარხანა ჯორჯიის შტატში აშენდება, შეიქმნება 8 100 ახალი სამუშაო ადგილი. არსებული ვარაუდით, 2025 წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყება კომერციული გაყიდვები, ქარხანა წლიურად 300 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ Hyundai-ს ცნობით, ბატარეის საწარმოო ქარხანა ამოქმედდება “სტრატეგიული პარტნიორობით”, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ...

Read More »

ბაიდენი: აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა დიდი რაოდენობით ნავთობი გაიტანეს ბაზარზე

ენერგომატარებლების ბაზარზე არსებული ფასების მსოფლიო ვითარება „ცუდია“ და აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ მის გამოსწორების მცდელობა საკმარისი არ არის. ამის შესახებ 23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ამჟამად გადის წიაღისეული საწვავებისგან თავის დაღწევას და გაძლიერდება, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება დასრულდება. „ხედავთ, რას აკეთებს ...

Read More »

დიზელის კრიზისმა შესაძლოა თეთრ სახლს საგანგებო რეზერვის გამოყენება აიძულოს

თეთრი სახლი საგანგებო მარაგებიდან დიზელის წარმოების გეგმას განიხილავს, რომლის მიზანიც მიწოდებაში შეფერხებების აღმოფხვრა და ამ ტიპის საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებაა. ამის შესახებ ორშაბათს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. დიზელი აუცილებელია აშშ-ის ეკონომიკისთვის და მისი ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციის ამაღლებას, რომელმაც 40 წლის მაქსიმუმს უკვე მიაღწია. თეთრი სახლი განიხილავს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის რეზერვის გამოყენებას, რომელიც 2000 ...

Read More »

შეერთებულმა შტატებმა ევროპას ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან გაუგზავნა

ევროპამ უკვე მიიღო აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ნაწილი (SPR) და მალე კიდევ ორ პარტიას მიიღებს, იტყობინება Bloomberg. სააგენტოს ცნობით, ორი ტანკერი ნავთობით ტეხასისა და ლუიზიანას საწყობებიდან უკვე მიემგზავრება იტალიასა და ნიდერლანდებში. წყაროები ამბობენ, რომ ორივე ტანკერი დატვირთული იყო ნედლი ნავთობით. ტეხასიდან ნავთობის კიდევ ერთი პარტია ნიდერლანდებში 26 აპრილს ჩავიდა. წყარო: bfm.ge

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირბადის შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდის გამოყოფას გეგმავს, რაც ქვეყანას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნახშირბადის შენახვის ვალიდაციისა და ტესტირების დაფინანსება ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონპროექტიდან მოხდება, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი გასულ წელს მოაწერა. პროექტი  ორიენტირებული იქნება ელექტროსადგურებიდან და სხვა სამრეწველო უბნებიდან  ნახშირბადის შენახვაზე, ასევე ჰაერიდან ნახშირბადის პირდაპირ ამოღებაზე. პროგრამა  ითვალისწინებს როგორც ხმელეთის, ...

Read More »

შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ავტომობილების ასოციაციამ განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით, გალონზე (3,785 ლიტრი) ბენზინის ამჟამინდელმა ფასმა საშუალოდ 4,404 დოლარს მიაღწია, რაც 3 ცენტით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. კალიფორნიის შტატში, სადაც საწვავი ყოველთვის უფრო ძვირია, ანალიტიკოსების აზრით, ფასი საშუალოდ 5,85 დოლარს აღწევს. საწვავის ღირებულებამ გარკვეულწილად დაიკლო აპრილის დასაწყისისთვის, როცა სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის ამოღება დაიწყო, თუმცა მაისის პირველ ...

Read More »

იელენი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავ მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. იელენი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური ვითარება გლობალურ რისკებს წარმოშობს. “ეკონომიკური პერსპექტივა ძალიან გაურკვეველია, გლობალური საფრთხე კი – საკმაოდ რეალური. მე ვღელავ სასაქონლო ბაზრებზე, რუსეთიდან და უკრაინიდან შეფერხებულ ექსპორტზე, რომელიც ...

Read More »

ენერგეტიკა იმ სექტორებს შორისაა, რომლებითაც საქართველოში ამერიკული ბიზნესი ინტერესდება

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ამერიკა – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში ...

Read More »