შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ავტომობილების ასოციაციამ განაცხადა.

ქვეყნის მასშტაბით, გალონზე (3,785 ლიტრი) ბენზინის ამჟამინდელმა ფასმა საშუალოდ 4,404 დოლარს მიაღწია, რაც 3 ცენტით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. კალიფორნიის შტატში, სადაც საწვავი ყოველთვის უფრო ძვირია, ანალიტიკოსების აზრით, ფასი საშუალოდ 5,85 დოლარს აღწევს.

საწვავის ღირებულებამ გარკვეულწილად დაიკლო აპრილის დასაწყისისთვის, როცა სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის ამოღება დაიწყო, თუმცა მაისის პირველ დღეებში ფასმა კვლავ მოიმატა.

 

Leave a Reply