ევროპამ უკვე მიიღო აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ნაწილი (SPR) და მალე კიდევ ორ პარტიას მიიღებს, იტყობინება Bloomberg.
სააგენტოს ცნობით, ორი ტანკერი ნავთობით ტეხასისა და ლუიზიანას საწყობებიდან უკვე მიემგზავრება იტალიასა და ნიდერლანდებში. წყაროები ამბობენ, რომ ორივე ტანკერი დატვირთული იყო ნედლი ნავთობით.
ტეხასიდან ნავთობის კიდევ ერთი პარტია ნიდერლანდებში 26 აპრილს ჩავიდა.
წყარო: bfm.ge