Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრე 3 წელიწადში 50%-ით გაიზრდება

გამოცხადებულია გეგმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ირანში ნავთობისა და გაზის კონდენსატის გადამამუშავებელი სიმძლავრის 50 პროცენტით გაზრდის შესახებ.  ირანის ნავთობის მინისტრის ჯავად ოვჯმის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მისი განმარტებით, ახალი გეგმა ითვალისწინებს არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესებას და ახალი კომპლექსების მშენებლობას. მინისტრის თქმით, ირანის მთლიანი გადამამუშავებელი სიმძლავრე მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში 50%–ით გაიზრდება დღევანდელი 2.2 მილიონი ბარელიდან ...

Read More »

რამდენიმედღიანი მატების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.34 (- 0.33)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,97 (- 0.64)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ყულევის ტერმინაყულევის ტერმინალიდან ბიტუმის გადატვირთვა დაიწყოლიდან ბიტუმის გადატვირთვა დაიწყო

ყულევის ტერმინალიდან ბიტუმის გადატვირთვა დაიწყო. აზერბაიჯანულმა SOCAR-მა შავის ზღვის ნავთობტერმინალიდან ბიტუმით დატვირთული პირველი ტანკერის გამგზავრებაზე განაცხადა. შედეგად, ტერმინალი პირველია რეგიონში რომელსაც ტანკერით ბიტუმის მიღება/ გადატვირთვა შეუძლია. ამ პროექტისთვის ტერმინალში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდა. მოეწყო ბიტუმის პროდუქციისთვის ავზები და გათბობის სისტემები.

Read More »

ლუკოილი “OPEC +”-ის შეთანხმების დასრულების დროისთვის ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს

ხელსაყრელი გარემოს შემთხვევაში ლუკოილი გეგმავს “OPEC +”-ის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების დასრულების  მომენტისათვის დაუბრუნდეს წარმოების იმ დონეს, რომელიც არსებობდა შემცირებამდე, ნავთობკომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის აზატ შამსუაროვის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ჩვენ “OPEC +”-ის შეთანხმების ფორმალური დასრულებისთვის, 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის, ვარაუდობთ, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ წარმოების შეთანხმებამდე არსებულ დონეს, რუსეთისთვის ეს არის დაახლოებით 220 ათასი ტონა/დღეში,” – აღნიშნა მან. ”ჩვენ ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

ნავთობიმპორტიორები დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას კონტრაბანდას უკავშირებენ

ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის შემოდინებით ხსნის. როგორც კავშირში განმარტავენ, აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოტანა ხდება აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი). იქვე განმარტავენ, რომ საწვავის დიზელი შემცირებულია იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის იმპორტი ზრდას განაგრძობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 743,7 ათასი ტონა, რაც 27,6 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით და 66,9 ათასი ტონით ანუ 9,9%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (676,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის ...

Read More »

IEA: აგვისტოში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება 116% -ით შესრულეს

“OPEC +”-ის ქვეყნებმა აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება 116%-ით შეასრულეს , ასეთი გამოთვლა გააკეთეს IEA-ის ანალიტიკოსებმა. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ამრიგად, ოპეკის წევრებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები 118%-ით, ხოლო ოპეკში არშემავალმა ქვეყნები – 112%-ით. კერძოდ, ოპეკის წარმომადგენლებიდან ნიგერიამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გარიგების შესრულებას (253%), სადაც პრობლემები წარმოიშვა Forcados ტერმინალში, რამაც გამოიწვია ფორს-მაჟორის გამოცხადება. IEA აღნიშნავს, რომ 9 სექტემბერს რემონტის ...

Read More »

ამერიკის ბანკი: ცივმა ზამთარმა შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს

ამერიკის ბანკის (BofA) კვლევების მიხედვით, 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს. მოხსენებას სააგენტო Reuters ავრცელებს. ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება,  შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა. ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1–2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში, ნათქვამია ...

Read More »

აგვისტოში ოპეკმა ნავთობის მოპოვება 150 ათასი ბარელით გაზარდა

მ/წლის აგვისტოს თვეში ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება გაზარდეს 150 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 26,76 მილიონ ბარელამდე/დღეში. ოპეკის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამავე დროს, ნიგერიამ შეამცირა მოპოვება 114 ათასი ბარელით/დღეში 1.27 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, თუმცა “OPEC +”-ის ყველა ქვეყანასთან ერთად აგვისტოდან ნავთობის მოპოვების გაზრდის უფლება ჰქონდა. ინტერფაქსის გათვლებით, აგვისტოს თვეში ახალი ნებადართული კვოტების გათვალისწინებით, ოპეკის ქვეყნებმა გასულ თვეში “OPEC +”-ის ...

Read More »

აზერბაიჯანმა აგვისტოს თვეში “OPEC +”-ით ნაკისრი ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა

“ნვთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატით) შეადგინა 711.6 ათასი ბარელი – 596.1 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი, 115.5 ათასი ბარელი კონდენსატი. “OPEC +”-ის მინისტრების ამ წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ვალდებულებას აგვისტოს თვეში უნდა შეედგინა 91 ათასი ბარელი, ხოლო ნედლი ნავთობის ყოველდღიური მოპოვება უნდა გაზრდილიყო 7 ათასი ბარელით ივლისის ...

Read More »