“ნვთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატით) შეადგინა 711.6 ათასი ბარელი – 596.1 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი, 115.5 ათასი ბარელი კონდენსატი.
“OPEC +”-ის მინისტრების ამ წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ვალდებულებას აგვისტოს თვეში უნდა შეედგინა 91 ათასი ბარელი, ხოლო ნედლი ნავთობის ყოველდღიური მოპოვება უნდა გაზრდილიყო 7 ათასი ბარელით ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 627 ათას ბარელამდე.