ლუკოილი “OPEC +”-ის შეთანხმების დასრულების დროისთვის ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს

ხელსაყრელი გარემოს შემთხვევაში ლუკოილი გეგმავს “OPEC +”-ის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების დასრულების  მომენტისათვის დაუბრუნდეს წარმოების იმ დონეს, რომელიც არსებობდა შემცირებამდე, ნავთობკომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის აზატ შამსუაროვის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

”ჩვენ “OPEC +”-ის შეთანხმების ფორმალური დასრულებისთვის, 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის, ვარაუდობთ, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ წარმოების შეთანხმებამდე არსებულ დონეს, რუსეთისთვის ეს არის დაახლოებით 220 ათასი ტონა/დღეში,” – აღნიშნა მან.

”ჩვენ უკვე ვზრდით გეოლოგიურ-ტექნიკური საქმიანობის ფიზიკურ მოცულობას, საექსპლუატაციო ბურღვას, ვქირაობთ კონტრაქტორებს. ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ყველა შიდა პროგრამა დამტკიცებულია. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს არ გაკეთდეს, ” – თქვა მან.

შამსუაროვის თქმით, ამის შემდეგ კომპანიას შეუძლია გაზარდოს ნავთობის მოპოვება.

”ჩვენ ვართ რუსული ნაციონალური კომპანია, ჩვენ არ შეგვიძლია არ შევასრულოთ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება. ის ფაქტი, რომ OPEC + სამუდამოდ იქნება, ფაქტია. ანუ მარეგულირებელმა აჩვენა თავისი ეფექტურობა. თუ იქნება წინაპირობები მოპოვების შესაძლო გაზრდისთვის, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, ” – აღნიშნა შამსუაროვმა.

Leave a Reply