Tag Archives: #გაზი

ევროკომისიის პრეზიდენტი: კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირს ისრაელთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება სურს. „კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა“, – აღნიშნა ისრაელში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „[უკრაინაში] ომის დაწყებიდან რუსეთმა მიზანმიმართულად შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისთვის, ბულგარეთისა და ფინეთისთვის, ჰოლანდიური და დანიური კომპანიებისთვის, რაც უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის პასუხი იყო“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას 40 პროცენტით ამცირებს

რუსეთი 40 პროცენტით ამცირებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ კომპანია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, დღიურად 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების გარანტირება შეუძლია. კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი გერმანული კონცერნის – „სიმენსის“ მხრიდან საჭირო ნაწილების დაგვიანებაა, რის გამოც „პორტოვაიას“ სადგურზე ...

Read More »

ავსტრიაში 2023 წლიდან გაზის გამაცხელებელი ქვაბების დაყენება აიკრძალა

ავსტრიის ახლადაშენებულ სახლებსა და ბინებში გაზის ქვაბებს უკვე 2023 წლიდან ვეღარ დააყენებენ. ქვეყანა რუსულ გაზზე ჭიპლარითაა მიბმული – გაზის 80%-ზე მეტი სწორედ აქედან მოდის. ხოლო მოხმარების 1/3-ს სწორედ კერძო გამათბობლები შეადგენენ, რომელიც მილიონამდე ავსტრიულ ოჯახს ემსახურება. მთავრობა გაზის გამათბობლების აკრძალვას 2025 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა – და რუსული კლანჭებიდან გათავისუფლების სურვილმა – თარიღი 2023-მდე ჩამოსწია. უკვე აკრძალულია ქვანახშირზე და ნავთობპროდუქტებზე ...

Read More »

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა. სპინუს თქმით, აზერბაიჯანისგან გაზის შეძენა ქვეყანას ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს. „მოლდოვას აქვს აზერბაიჯანისგან გაზის მიღების შანსი. მოლდოვას აქვს რეალური შანსი, გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინოს და ეს ადრე თუ გვიან, მოხდება. არ დავასახელებ ვადებს, თუმცა ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

WEG: რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი იზრდება

რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი საქართველოში 2018-2020 წლებში 39 მილიონი მ3-დან 204 მილიონ მ3-მდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში გაზის მოხმარების 7.6%-ს შეადგენს. საქართველოს საყოფაცხოვრებო სექტორში (ისევე როგორც კომერციულ სექტორში) მკვეთრად იზრდება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება (მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილს კი თბოსადგურები გამოიმუშავებენ იმპორტირებული გაზით), რის გამოც, ბოლო წლებში, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდა შეინიშნება (2021 წელს 14-15 % იმპორტი). რუსული გავლენის ბერკეტები ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,8%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 882,1 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გაზის წარმოების მოცულობამ 19,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „ექსპორტმა შეადგინა 9,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც მთლიანი რაოდენობის 47 პროცენტზე მეტია. გაზის ექსპორტიდან 48 პროცენტი (4,51 მილიარდი კუბური მეტრი) ევროპაში, 38 პროცენტი (3,57 მილიარდი კუბური მეტრი) ...

Read More »

მოსკოვი და ისლამაბადი რუსული გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

„მოსკოვი და ისლამაბადი მოლაპარაკებებს აწარმოებენ პაკისტანის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის შესაძლებლობაზე რუსეთისგან“, – განაცხადა პაკისტანის ელჩმა მოსკოვში, შაფკატ ალი ხანმა. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ასეთი საუბრები მიმდინარეობს“, – ციტირებს Московский Комсомолец-ი დიპლომატის სიტყვებს. წყარო: bfm.ge

Read More »

ევროპამ გაზსაცავები ნახევარზე მეტით შეავსო

ევროპული კომპანიები აგრძელებენ ზამთრისთვის მზადებას და ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავებში ჩატვირთვას. შევსების საშუალო დონემ 50%-ს უკვე გადააჭარბა. აღნიშნულის შესახებ Gas Infrastructure Europe (GIE) იუწყება. ევროპული გაზის საცავების ჩატვირთვა, 10 ივნისის დილის მდგომარეობით, 50,24%-ს შეადგენს. მთლიანი მოცულობა კი დაახლოებით 53,3 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. საცავებში ბუნებრივი აირის ჩატვირთვა მიმდინარე წელს 19 მარტს დაიწყო (თუმცა, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში, ევროპული კომპანიები ...

Read More »