ევროპული კომპანიები აგრძელებენ ზამთრისთვის მზადებას და ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავებში ჩატვირთვას. შევსების საშუალო დონემ 50%-ს უკვე გადააჭარბა.
აღნიშნულის შესახებ Gas Infrastructure Europe (GIE) იუწყება.
ევროპული გაზის საცავების ჩატვირთვა, 10 ივნისის დილის მდგომარეობით, 50,24%-ს შეადგენს. მთლიანი მოცულობა კი დაახლოებით 53,3 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს.
საცავებში ბუნებრივი აირის ჩატვირთვა მიმდინარე წელს 19 მარტს დაიწყო (თუმცა, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში, ევროპული კომპანიები მცირე ხნით დაუბრუნდნენ მის გამოყენებას ცივი ამინდის გამო). იმ დროისთვის ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი 25,5% – 27,4 მილიარდი კუბური მეტრი იყო.