ავსტრიაში 2023 წლიდან გაზის გამაცხელებელი ქვაბების დაყენება აიკრძალა

ავსტრიის ახლადაშენებულ სახლებსა და ბინებში გაზის ქვაბებს უკვე 2023 წლიდან ვეღარ დააყენებენ.
ქვეყანა რუსულ გაზზე ჭიპლარითაა მიბმული – გაზის 80%-ზე მეტი სწორედ აქედან მოდის. ხოლო მოხმარების 1/3-ს სწორედ კერძო გამათბობლები შეადგენენ, რომელიც მილიონამდე ავსტრიულ ოჯახს ემსახურება.
მთავრობა გაზის გამათბობლების აკრძალვას 2025 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა – და რუსული კლანჭებიდან გათავისუფლების სურვილმა – თარიღი 2023-მდე ჩამოსწია. უკვე აკრძალულია ქვანახშირზე და ნავთობპროდუქტებზე დამყარებული სისტემების მონტაჟი.
მოკლედ, 2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ბიოგაზზე ანდა ე.წ. “სითბოს პომპის” პრინციპით მომუშავე სისტემები დაყენდება, გადასვლის პროცესის დასრულება კი 2040 წლამდეა ნავარაუდევი.
მანამდე, თუკი ვინმე გათბობის სისტემის უფრო სუფთა ალტერნატივით შეცვლას გადაწყვეტს, მთავრობისაგან 7.500 ევრომდე დახმარებას შეუძლია გამოკრას ხელი.
ოპოზიცია ამბობს, ეს ღონისძიება უფრო საჩვენებლადაა გათვლილი, თუ რუსულ გაზზე მართლა გვინდა უარი ვთქვათ, უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთო.
წყარო: “ევროპის მოამბე”

Leave a Reply