ევროკომისიის პრეზიდენტი: კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირს ისრაელთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება სურს.

„კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა“, – აღნიშნა ისრაელში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„[უკრაინაში] ომის დაწყებიდან რუსეთმა მიზანმიმართულად შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისთვის, ბულგარეთისა და ფინეთისთვის, ჰოლანდიური და დანიური კომპანიებისთვის, რაც უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის პასუხი იყო“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, კრემლის ქცევა მხოლოდ აძლიერებს ევროკავშირის სურვილს, გათავისუფლდეს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან.

Leave a Reply