Tag Archives: #ენერგოკომპანია

სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს

სემეკის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს. პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 9 კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით სემეკის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და ...

Read More »

,,დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები”

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ჰესების მშენებლობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას ეხმიანება და აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. “ვინც ჰესების საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობს, მათი გულწრფელობის, პატრიოტიზმის, თავდადების მჯერა, მაგრამ ეკონომიკაში და ენერგეტიკაში უფრო საფუძვლიანი ჩახედვაა საჭირო. დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. არაპროფესიონალიზმი და პოპულიზმი ძირს იმას უთხრის, რის დაცვასაც ...

Read More »

რა ტარიფით ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან

„საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ტარიფით ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მეტიც, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის კონკურენტი, უკვე თურქეთია და არა რუსეთი. (ცნობისათვის, „ელ ...

Read More »

საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს, ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან განიხილეს. პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა. „მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. “პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

რა გავლენა იქონია ეკონომიკაზე 2017 წელს საწვავზე აქციზის გაორმაგებამ?

2017 წლის იანვრიდან რეინვესტირებული მოგების გადასახადის შედეგად შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების კომპენსირების მიზნით საწვავზე აქციზის ფასი გაორმაგდა, რამაც საცალო ქსელში ბენზინი 19 თეთრით გააძვირა და ინფლაციის განაკვეთიც გაზარდა. თუმცა პარალელურად მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების წილიც და პანდემიურ პერიოდში 91%-ს მიაღწია. 2021-ში საწვავის გაძვირების ახალმა ტალღამ 4 წლის წინანდელ გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავსირებით კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები. თებერვალ-მარტში საქართველოში საწვავის ფასები 2019 წლის ნიშნულს ...

Read More »

„არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მინისტრები პასუხობდნენ კითხვებს“

ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეის“ ეთერში განმარტება გააკეთა, თუ რატომ დატოვეს მინისტრებმა ქუთაისში ნამახვანჰესზე გამართული შეხვედრა განცხადებებისა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის შემდეგ. თურნავას განცხადებით, მინისტრები ქუთაისში ჩავიდნენ კონკრეტული შეთავაზებებითა და ჩაიყვანეს სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ დაინტერესებული მხარეებისთვის, აქტივისტების კითხვებზე პასუხი გაეცათ. ნათია თურნავას განცხადებით, მას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, რომ უფრო მეტი ხნით ის არ დარჩებოდა შეხვედრაზე. „ის ...

Read More »

“მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ”

მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავაგრძელოთ დიალოგი და დისკუსია, განსაკუთრებით იმ ოთხი გადაწყვეტილების ირგვლივ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კომპანიასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მან განმარტება გააკეთა გუშინ ქუთაისში გუშინ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სამუშაო ფორმატში ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ...

Read More »

კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან სარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია

„ნამახვანი ჰესის“ მშენებელ კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი და დასაბუთებულად საჭირო“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. „მე პარლამენტშიც განვაცხადე, რომ თუ ვინმეს, დავუშვათ, აქვს კითხვა, კონკრეტული მიწა სჭირდება თუ არა პროექტს, კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და მას აჩვენოს ეს პროექტი. ჩვენ მიწა უპირობოდ კი არ გადავეცით კომპანიას, არამედ გადავეცით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ნაგებობების განლაგებისთვის. ...

Read More »

ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა

გუშინ ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა ქუთაისში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი წარმომადგენლები უწევენ. „ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა. რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით ...

Read More »