სემეკის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს.
პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 9 კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით სემეკის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და კომპანია“ და შპს „ენერგია +“.
სემეკის მიერ კომპანიების შემოწმების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია გააკონტროლოს ლიცენზიატების მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, შევიდეს კომპანიაში და მოითხოვოს დოკუმენტაცია.