Tag Archives: #რუსეთი

ავსტრალია 35%-იან გადასახადს აწესებს რუსეთისა და ბელორუსიის ყველა პროდუქტზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე

ავსტრალია 35%-იან გადასახადს აწესებს რუსეთისა და ბელორუსიის ყველა პროდუქტზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე, ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში. “ავსტრალია, ამ ქვეყნის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, აწესებს 35%-იან გადასახადს ყველა საქონელზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე. კიდევ ერთი არგუმენტი ნავთობის ემბარგოს სასარგებლოდ, რომელიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას”, – დაწერა ანდრია იერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა უფროსმა Telegram-ში. აღსანიშნავია, ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

“რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია…” – ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას იწყე­ბენ. ამ მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­ში სა­მუ­შაო ჯგუ­ფიც შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის­თვის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის გეგ­მას შე­ი­მუ­შა­ვებს. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ რუ­სულ გაზ­ზე, ნავ­თობ­სა და ნახ­შირ­ზე ეტა­პობ­რი­ვად უარი გა­ნა­ცხა­დონ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. თუ რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აქვს ევ­რო­კავ­შირს და რა დროს დას­ჭირ­დე­ბა იმას, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ამ სა­კი­თხზე “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­ე­სა­უბ­რა. ექ­სპერ­ტე­ბის ...

Read More »

რუსები ნავთობს მალულად ყიდიან?! – „ჩრდილოვანი ექსპორტი“ 600%-ით გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერები სულ უფრო მეტად ქრებიან თვალთვალის სისტემებიდან, რაც პოტენციურ მყიდველებზე ე.წ. ჩრდილოვანი ექსპორტის მანიშნებელია. ამის შესახებ სადაზვერვო კომპანია Windward-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამი დანიელმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული, ბნელი აქტივობის დროს რუსული გემების ტრანსპონდერები საათობით გამორთულია, რასაც ადრე აშშ-ს ოფიციალური პირები „მატყუარა გადაზიდვის“ პრაქტიკად განიხილავდნენ. ...

Read More »

“ხვალიდან არამეგობრული ქვეყნები რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტები შეწყდება”

“გაზპრომმა” ევროპას შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – წერს რუსული “კომერსანტი” წყაროებზე დაყრდნობით. გაზეთის ინფორმატორების თქმით, „გაზპრომში“ განიხილავენ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას და ასეთი ნაბიჯის შედეგებს აფასებენ. კრემლმა “არამეგობარ ქვეყნებს” ულტიმატუმი წაუყენა, რომ აპრილიდან გაზის მიწოდების ანგარიშსწორება რუსულ რუბლში უნდა მოხდეს. გერმანია და G7-ის სხვა ქვეყნები 28 მარტის ულტიმატუმს არ დაეთანხმნენ. რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა მაშინვე განაცხადა, რომ, უარის ...

Read More »

რუსეთი ინდოეთს ნავთობზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. სანქცირებული ქვეყანა ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა. რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. აზიაში რიგით მეორე ყველაზე დიდი ნავთობის იმპორტიორი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ...

Read More »

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას

პოლონეთის ხელისუფლებას სურს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, პოლონეთი გეგმავს, ყველაფერი გააკეთოს, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტოს. „ჩვენ წარმოვადგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას რუსულ ნავთობზე, რუსულ გაზზე, რუსულ ქვანახშირზე უარის თქმის შესახებ. ეს გეგმა აუცილებელია ევროპისთვის, რომ ის საბოლოოდ მოვიდეს ...

Read More »

რუსული ძალები ჩერნობილის ბირთვულ ობიექტს ტოვებენ

რუ­სეთ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო, – მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პენ­ტა­გო­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ობი­ექტს ტო­ვე­ბენ და ბე­ლა­რუ­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­კა­ვეს.

Read More »

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ენერგეტიკასთან დაკავშირებით

10 ნაბიჯი ენერგეტიკის სექტორში პუტინის რეჟიმის ნოკდაუნისათვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სანქცირებადი სექტორია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, ძლიერად არის დამოკიდებული ენერგო რესურსების გაყიდვაზე, მეორე მხრივ კი, რუსული გაზის მარაგების ბაზარზე შემცირება ფასის ზრდას გამოიწვევს, რითიც მოგებული რუსეთი რჩება. უკრაინელი ექსპერტერები აქტიურად მოუწოდებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანიას, დროულად დაეწყოთ ენერგო მომარაგების წყაროების რეალური დივერსიფიკაცია. რაც არ განხორციელდა. ახლა კი ...

Read More »

„ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ტანჯვა, არამედ ცხადყო, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში გერმანია გააგრძელებს გაზისა და ნავთობის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და ამავე დროს მოემზადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებზე სრული გადასვლისთვის. „ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად, სავარაუდოდ, აზია იქცევა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ენერგეტიკული სექტორში გლობალური ტენდენციები მკვეთრად იცვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად აზია იქცევა. ამჟამად რუსული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნედლი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირია, რომლის ენერგეტიკული მოთხოვნის თითქმის 45%-ს რუსეთის ფედერაცია აკმაყოფილებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოკუპანტი ქვეყნის ენერგორესურსების მიმართ ...

Read More »