ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

“რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია…” – ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას იწყე­ბენ. ამ მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­ში სა­მუ­შაო ჯგუ­ფიც შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის­თვის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის გეგ­მას შე­ი­მუ­შა­ვებს.

ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ რუ­სულ გაზ­ზე, ნავ­თობ­სა და ნახ­შირ­ზე ეტა­პობ­რი­ვად უარი გა­ნა­ცხა­დონ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. თუ რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აქვს ევ­რო­კავ­შირს და რა დროს დას­ჭირ­დე­ბა იმას, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ამ სა­კი­თხზე “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­ე­სა­უბ­რა. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თი ევ­რო­პის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ენერ­გო­ექ­სპორ­ტი­ო­რია, თუმ­ცა არა შე­უც­ვლე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მიერ ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბის კვო­ტა სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­ე­ბით უნდა ჩა­ნაც­ვლდეს. რაც შე­ე­ხე­ბა გაზს, თვა­ლჭ­რე­ლი­ძე რუ­სუ­ლი ბაზ­რის ჩა­ნაც­ვლე­ბის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაზ­სა­დე­ნე­ბი­დან გა­ზის მი­წო­დე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, რი­თაც რუ­სე­თის გაზი მთლი­ა­ნად ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

“იმის­თვის, რომ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად და­ინ­გრეს, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ნავ­თო­ბის 100%-ით შე­ზღუდ­ვა. რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბას ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე არა­ფე­რი უნდა, საკ­მა­რი­სია რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა – რამ­დე­ნი­მე თვით გა­ი­ზარ­დოს ბრენ­ტის წარ­მო­ე­ბა ჩრდი­ლო ზღვა­ში; ოპეკ-მა შეც­ვა­ლოს კვო­ტე­ბი და მის­ცეს სა­უ­დის არა­ბეთს, ან­გო­ლა­სა და ნი­გე­რი­ას, შე­საძ­ლოა, ვე­ნე­სუ­ე­ლა­საც, ნავ­თო­ბის მეტი წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კა­ნა­დამ უკვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბას ზრდის. რუ­სე­თის კვო­ტა დღე­ში 10 მლნ ბა­რე­ლია და ამის ავ­სე­ბას არა­ფე­რი უნდა. რაც შე­ე­ხე­ბა გაზს, რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა – პირ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისევ ჩრდი­ლო­ეთ ზღვა­შია. სა­ნამ გერ­მა­ნი­ა­ში გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი გა­ზის მი­ღე­ბის ახალ ტერ­მი­ნალს აა­შე­ნე­ბენ და კა­ტა­რი­დან და აშშ-დან მი­ი­ღე­ბენ გაზს, ჰო­ლან­დი­ამ, ნორ­ვე­გი­ამ და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ ზღვა­ში გა­ზის მო­პო­ვე­ბა უნდა გა­ზარ­დონ. მე­ო­რე – გარ­და რუ­სუ­ლი­სა, ევ­რო­პა­ში სამი გაზ­სა­დე­ნი შე­დის – სამ­ხრე­თი გა­ზის დე­რე­ფა­ნი და ორი გაზ­სა­დე­ნი ალ­ჟი­რი­დან – ერთი ეს­პა­ნეთ­ში, ხოლო მე­ო­რე სარ­დი­ნი­ის გავ­ლით იტა­ლი­ა­ში. საკ­მა­რი­სია გა­ი­ზარ­დოს გა­ზის მი­წო­დე­ბა ამ სამი გაზ­სა­დე­ნით, რომ რუ­სე­თის გაზი მთლი­ა­ნად ჩა­ნაც­ვლდე­ბა. ამის­თვის კი, ალ­ჟი­რის გა­ზის რე­სურ­სე­ბის გარ­და, მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­სა­კე­თე­ბე­ლი ეგ­ვიპ­ტი­სა და ლი­ბი­ის გა­ზის რე­სურ­სებ­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ალ­ჟი­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გაზ­სა­დე­ნე­ბით, რო­გორც ლი­ბი­ას­თან, ასე­ვე ეგ­ვიპ­ტეს­თან. მე­სა­მე – უნდა გა­და­ი­ხე­დოს ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი და ირა­ნის გა­ზის რე­ზერ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­დეს. ირა­ნი დღე­საც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მილ­სა­დე­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­თან და თურ­ქეთ­თან. სამ­ხრე­თი გა­ზის მილ­სა­დე­ნი არაა დატ­ვირ­თუ­ლი და ესაა შე­სავ­სე­ბი ირა­ნის რე­სურ­სე­ბით, შე­საძ­ლოა ეს ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს. 2006 წელს, რო­დე­საც გა­ზის კრი­ზი­სი იყო და რუ­სე­თი­დან ვერ ვი­ღებ­დით, ირა­ნი­დან გა­ზის მი­ღე­ბა სამ დღე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ამი­ტომ, რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბას არა­ფე­რი უნდა. მაგ­რამ მე მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი მთლად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან – შოლ­ცი ჩა­ვი­და კა­ტარ­ში და არა ალ­ჟირ­ში. ალ­ჟირ­ში უნდა ჩა­სუ­ლი­ყო პირ­ველ რიგ­ში და შემ­დეგ უკვე კა­ტარ­ში. ევ­რო­კავ­ში­რი შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებს“, – გა­ნა­ცხა­და თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია ეკო­ნო­მის­ტის, პრო­ფე­სორ ლადო პა­პა­ვას აზ­რი­თაც. მისი თქმით, უფრო რთუ­ლია გა­ზის ექ­სპორ­ტის სა­კი­თხი და რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ან ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის გა­შე­ნე­ბა ან თხე­ვა­დი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლა.

“ნავ­თო­ბის რუ­სე­თი­დან მი­წო­დე­ბა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბა­დია იმი­ტომ, რომ ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხი გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, რად­გან ნავ­თო­ბი შე­საძ­ლოა, ტან­კე­რე­ბი­თა და ცის­ტერ­ნე­ბით გა­და­ი­ტა­ნო ან მა­ტა­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნო. ნავ­თო­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი არის არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო­დან. უფრო რთუ­ლია გა­ზის ექ­სპორ­ტის სა­კი­თხი, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი გაზი, რო­გორც წესი, მი­ე­წო­დე­ბა მილ­სა­დე­ნით. აქ ჩა­ნაც­ვლე­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ან ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის გა­შე­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ან სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა თხე­ვა­დი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლა. ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა ისე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­გო­რი­ცაა კა­ნა­და, რო­მე­ლიც გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, რომ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს თხე­ვა­დი გაზი მი­ა­წო­დოს, მაგ­რამ თხე­ვად გაზს სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რად­გან სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რო­გორც მისი დამ­ზა­დე­ბა, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, “ჯე­ო­ქე­ი­სის“ მკვლე­ვარ გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის აზ­რი­თაც, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა­დია, “ამა­ზე ევ­რო­კავ­შირ­მა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბი კი ტექ­ნი­კუ­რია“.

“რუ­სუ­ლი ლე­გენ­დაა, რომ ამ ნა­წილ­ში რუ­სე­თი, შე­საძ­ლოა, შე­უც­ვლე­ლი იყოს. რუ­სე­თი ნამ­დვი­ლად არ არის შე­უც­ვლე­ლი. ბევ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, აქამ­დე რუ­სე­თი იყო უმ­სხვი­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ამ ეტა­პამ­დე გა­დამ­წყვე­ტი მომ­მა­რა­გე­ბე­ლი, მათ შო­რის ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც ვაკ­ვირ­დე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა, არა იმი­ტომ, რომ ისი­ნი კარ­გე­ბი გახ­დნენ თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლით, თუნ­დაც ირა­ნი, ვე­ნე­სუ­ე­ლა ან რო­მე­ლი­მე სხვა, ამ ეტა­პის­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­სა­ღე­ბია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, ოღონდ არა რუ­სე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის დღის წეს­რიგ­ში შე­იყ­ვანს ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ყვე­ლა შე­საძ­ლო ქვე­ყა­ნას, სა­ი­და­ნაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის რა­ი­მე ფორ­მით მო­მა­რა­გე­ბა. ყვე­ლას მი­ნუს რუ­სე­თი ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა­ში – დღეს ეს ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი. გვი­ან მო­ი­კი­თხა­ვენ სხვა ქვეყ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ებს, რო­დე­საც რუ­სე­თის პრობ­ლე­მა ამო­ი­წუ­რე­ბა. ასე რომ, მგო­ნია, რუ­სე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა­დია. ასე­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან ზურ­გის გა­მაგ­რე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. ახლა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ტექ­ნი­კის სა­კი­თხია. ვფიქ­რობ, ევ­რო­კავ­ში­რი ძა­ლი­ან ჩქა­რობს. ევ­რო­კავ­შირ­მა მის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ო­ცა­რი მოქ­ნი­ლო­ბა, მათ შო­რის სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა დრო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, აქ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი იყო­ფა.

ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­საძ­ლოა 1 კვი­რა­შიც მოხ­დეს.

“ირან­ში გა­ზის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდას 12 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­ში თუ სწო­რად მო­იქ­ცე­ვი­ან, თუ კონ­ტრაქ­ტებს ხელს მო­ა­წე­რენ, ტექ­ნი­კუ­რად ამის­თვის ერთი კვი­რა საკ­მა­რი­სია“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

ლადო პა­პა­ვას აზ­რით, რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ბა­ზარ­ზე თან­და­თა­ნო­ბით მოხ­დე­ბა და ამას წლე­ბი დასჭირ­დე­ბა.

“სწო­რია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბენ, ანუ ეს არ არის ერთი დღის სა­კი­თხი, ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­დე­ბა არა მყი­სი­ე­რად, არა­მედ თან­და­თა­ნო­ბით. მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. ამას დას­ჭირ­დე­ბა წლე­ბი. ერთ-ერთ ანა­ლიზ­ში ზღვრულ წლად აღე­ბუ­ლია 2030 წელი, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, უფრო ად­რეც გან­ხორ­ცი­ელ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უფრო ფარ­თო სუ­რა­თი წლის ბო­ლომ­დე გა­მოჩ­ნდე­ბა.

“ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბაც შემ­ცირ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ვფიქ­რობ, წლის ბო­ლომ­დე სო­ლი­დუ­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply