Tag Archives: #ნავთობკომპანიები

რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყების გამო, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.87 (+2.79)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.15 (+2.34)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმი 100 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,12 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,84 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Urals-ის მარკის რუსული ნავთობის ფასი 2004 წლის მინიმუმამდე დაეცა

რუსული Urals მარკის ნავთობის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და 2004 წლის 8 ნოემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდა. Argus Media-ს მონაცემებით, Urals-ის ტიპის საწვავის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 0,88 დოლარით დაეცა და ბარელზე 92,87 დოლარი შეადგინა. სააგენტოს შეფასებით, Urals მარკის ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა, რადგან ბაზრის მონაწილეები უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას მოელოდნენ. ამასთან, Urals-ის გაიაფება მიწოდების ზრდამ განაპირობა: გადაზიდვების წინასწარი პროგრამის ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდა 6%-ით დაჩქარდა და 100 დოლარიან ნიშნულს 2014 წლის შემდეგ პირველად გადააბიჯა

2022 წლის 24 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 102,89 (  0.00)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 22 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,84  (+  3,30)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,35  (+  1,28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

პუტინის მიერ 8 წლის წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუბლის კურსი დავარდა, თუმცა ნედლი ნავთობი გაძვირდა. Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $98-ს, ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა კი $96-ს გადააჭარბა. მოლოდინები ნეგატიურია და იმისა ალბათობა, რომ $100-იანი ზღვარი გადაილახება, საკმაოდ მაღალი. ბენზინის საცალო ფასს პლატსი განსაზღვრავს, პლატსის ფასი კი თავის მხრივ ნედლი ნავთობის ...

Read More »

Saudi Aramco მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებით

ნავთობის გიგანტი Saudi Aramco აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინელ პარტნიორებთან ქვეყანაში შემდგომი ინვესტიციების შესახებ, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამინ ნასერმა. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ჩინეთი არის Aramco-ს ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი,” – განუცხადა ნასერმა ჟურნალისტებს საუდის არაბეთში კონფერენციის ფარგლებში. ”და ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩინეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად დამატებითი ინვესტიციების შესახებ,” – განაცხადა მან.

Read More »

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude – ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია, – ამის შესახებ BBC წერს. რუსეთი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა რეიტინგის სათავეშია. „უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეიძლება არსებითი შედეგები მოჰყვეს. სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ნაკლები ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს ...

Read More »

ბორის ჯონსონი: პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე უარი უნდა ვთქვათ

დასავლეთმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს 2014 წლის რუსული აგრესიიდან. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. “რაც არ უნდა მოხდეს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის ეშინოდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთის აგრესიამ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს. ჩვენ არ დავუშვებთ მეორე იალტას, ევროპის მეორე დაყოფას გავლენის სფეროებად. ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის გაძვირების შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი “ბიზნესპარტნინორთან” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციასთან კონსულტაციები არ ყოფილა. “კონკრეტულად რა მექანიზმებზეა საუბარი, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ინიციატივას მივესალმებით და ვთვლით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც მივხვდი, ეს იქნება ფასების ზედა ზღვრის ფიქსაცია და ...

Read More »