Tag Archives: #კრიპტომაინინგი

ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო “ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა”, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. შეიძლება ითქვას, ეს პირდაპირი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 57,400 დოლარი შეადგინა

ბიტკოინმა ტექნიკური დაბრკოლება გადალახა და ვარდნის სერიის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. პარასკევს ბიტკოინი დაახლოებით 8,3% -ით გაიზარდა და ნიუ-იორკის ვაჭრობაში 57,400 დოლარი შეადგინა. ციფრული ვალუტა თავის საშუალო ფასს ბოლო 50 დღის განმავლობაში გადასცდა, რაც მისი მოკლევადიანი იმპულსის საზომია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩარტების დამკვირვებლებისთვის, რადგან, როგორც წესი, მას კიდევ უფრო მეტი ზრდა მოსდევს. ამასთან, გაიზარდა ჩამონათვალში გლობალური ციფრული აქტივების პროდუქტებიც, ...

Read More »

Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% გაყიდა

ელონ მასკი აცხადებს, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% ციფრული აქტივის ლიკვიდურობის საჩვენებლად გაყიდა. მასკმა ასევე დასძინა, რომ მან კრიპტოვალუტაში პირადი ინვესტიცია შეინარჩუნა. Tesla-ს შემოსავლის ანგარიშმა აჩვენა, რომ ფირმამ, რომელმაც ამ წლის დასაწყისში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ბიტკოინი იყიდა, გაყიდვიდან $101 მილიონის შემოსავალი მიიღო. მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ცდილობს, დაამტკიცოს ბიტკოინის ლიკვიდურობა, რაც მას ნაღდი ფულის შენახვის ალტერნატივად აქცევს. მსოფლიოს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი კლების შემდეგ ისევ გაიზარდა

ბიტკოინი 8 თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდის სერიისკენ მიდის. $47,079-მდე შემცირების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 9,6%-ით გაიზარდა და დღეს ჰონგ-კონგის ვაჭრობაში $52,747 შეადგინა. Copia Wealth Studios-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ სიკორსკის თქმით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, სწორ დროს იყიდონ ის. ”ვარდნა ყიდვის დიდი შესაძლებლობაა. არასტაბილურობა ყოველთვის ქმნიდა შესაძლებლობებს და ხალხი, უკვე წლებია, ყოველთვის გაკვირვებულია შემდგომი ზრდით”,- აღნიშნა მან. ციფრულმა აქტივის ფასმა ვარდნა მას ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულებამ $ 61 229-ს მიაღწია

ბიტკოინის ფასი 2.6%-ით გაიზარდა და 61 229 აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Wall Street-ის კრიპტოვალუტების მიმართ მზარდი მიმღებლობის ფონზე, ციფრული მონეტების ბირჟის, Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე განთავსება კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს ზრდის. Coinbase-ი Nasdaq-ზე 14 აპრილს განთავსდება, რაც კრიპტოვალუტის კომპანიის ასეთ ჩამონათვალში განთავსების პირველი შემთხვევაა და სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესის კარგი ინდიკატორი იქნება. ”Coinbase-ის Nasdaq-ის ჩამონათვალში განთავსება ...

Read More »

კრიპტოვალუტა – ცუდი ბიზნესი და ეკოლოგიური კატასტროფა

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დამბის დი მაიო ამტკიცებს, რომ ბიზნესლიდერებმა ბიტკოინში ფული უნდა ჩადონ და ამის სასარგებლოდ 3 არგუმენტს ასახელებს – პირველი – ბიტკოინი კომპანიის რისკების შემცირების საშუალებაა, მეორე – კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, მესამე – ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვთ. რამდენად მართალია თავის შეფასებებში დი მაიო? განვიხილოთ მისი არგუმენტები პუნქტებად. ჯერ ერთი, გაუგებარია კრიპტოვალუტას ბიზნეს-რისკების შემცირება როგორ ...

Read More »

ეთერიუმის ღირებულება 2,100 დოლარს გასცდა

ეთერიუმი პარასკევს 6.2%-ით გაიზარდა და შაბათს რეკორდულ 2,144 დოლარს მიაღწია. წელს ეთერიუმის ღირებულება თითქმის გასამმაგდა. Bloomberg Galaxy Crypto Index– მა  კი პარასკევს დაახლოებით 3%-იანი ზრდა დააფიქსირა. გასულ კვირას Visa-მ განაცხადა, რომ მისი საგადახდო ქსელი  USD Coin-ს გამოიყენებს  ეთერიუმის გადახდების უზრუნველსაყოფად, რამაც ციფრული აქტივის მიმართ ოპტიმიზმის ზრდას ასევე შეუწყო ხელი. კონსტანტინე ანისიმოვი, კრიპტოვალუტის ბირჟის CEX.IO-ს აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ ტენდენციის ფონზე, ეთერიუმმა უახლოეს ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აკრძალვა 1 წლით გახანგძლივდა

 1 ივნისამდე მხოლოდ 2 თვე დარჩა – აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტების მაინინგის აკრძალვა სწორედ ამ დღეს უნდა დასრულებულიყო. აფხაზურ საზოგადოებაში ამ დღეებში აქტიური დისკუსია გაჩაღდა – რა იქნება სწორი აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ – გაგრძელება თუ მაინინგის ნებართვის აღდგენა? იმ დროისთვის მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ენერგომოხმარება შემცირდება, შესაბამისად, კრიპტოვალუტის მოპოვებაც დიდი პრობლემა არ იქნება. აზრები გაიყო  – მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ...

Read More »

ლაგარდი: ECB-ი კრიპტოვალუტის გამოშვებას მომდევნო 4 წელში შეძლებს

როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ECB-ი ციფრული ვალუტის გაშვებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს, თუ პოლიტიკოსები პროექტს მიმდინარე წლის ზაფხულში “მწვანე შუქს აუნთებენ”. ”ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორად მოვიქცევით, ეს ევროპელების წინაშე გვმართებს. რეალისტები რომ ვიყოთ, მთელი პროცესი, ჩემი აზრით, კიდევ ოთხი წელი გაგრძელდება, შესაძლოა ცოტა მეტიც”,- ამბობს ლაგარდი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში. ამავდროულად, ECB-ი აპირებს გამოაქვეყნოს ...

Read More »

PayPal-ზე კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი

ელექტრონული გადახდების უმსხვილესმა სისტემამ PayPal-მა მომხმარებლებს ონლაინმაღაზიებში კრიპტოვალუტით გადახდის საშუალება მისცა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა. კომპანიის გადაწყვეტილებით, ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების ტრადიციულ ვალუტებში გადაცვლა იქნება შესაძლებელი. სერვისის ამუშავების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება. ბიტკოინის მთავარ პრობლემად ამ დრომდე მაღალი ვოლატილობა რჩება, რაც თავის მხრივ გადახდისას მისი გამოყენების ...

Read More »