Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% გაყიდა

ელონ მასკი აცხადებს, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% ციფრული აქტივის ლიკვიდურობის საჩვენებლად გაყიდა. მასკმა ასევე დასძინა, რომ მან კრიპტოვალუტაში პირადი ინვესტიცია შეინარჩუნა.

Tesla-ს შემოსავლის ანგარიშმა აჩვენა, რომ ფირმამ, რომელმაც ამ წლის დასაწყისში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ბიტკოინი იყიდა, გაყიდვიდან $101 მილიონის შემოსავალი მიიღო. მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ცდილობს, დაამტკიცოს ბიტკოინის ლიკვიდურობა, რაც მას ნაღდი ფულის შენახვის ალტერნატივად აქცევს.

მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ფასი სამშაბათს, ლონდონის ვაჭრობაში 2.3%-ით გაიზარდა და 54 503 დოლარი შეადგინა. ციფრულმა მონეტა აპრილის შუა რიცხვების რეკორდიდან, 64,870 აშშ დოლარიდან დაეცა, თუმცა გასული წლის განმავლობაში ბიტკოინი 7-ჯერ გაიზრდა და ზრდის უდიდესი ნაწილის შენარჩუნებას ჯერ კიდევ ახერხებს.

ბიტკოინში ინვესტიციით ელექტრომობილების მწარმოებელმა კრიპტოვალუტები მსოფლიოში კორპორატიული ხაზინადრების დღის წესრიგში დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო კრიტიკოსები ციფრულ აქტივს ძალიან სარისკოდ მიიჩნევენ, Tesla-ს მთავარი ფინანსური დირექტორი ზაქარი კირხორნი აცხადებს, რომ კომპანიას ბიტკოინის გრძელვადიანი ღირებულების სჯერა.

ელონ მასკი კრიპტოვალუტების ცნობილი მხარდამჭერია. გასული თვის ბოლოს მასკმა განაცხადა, რომ Tesla მის მანქანებზე გადახდის მიღებას ბიტკოინში დაიწყებს.

გვიან ვაჭრობაში Tesla-ს აქციების ფასი, მიუხედავად პირველ კვარტალში რეკორდული მოგებისა, 3.1%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ორშაბათს მისი შედეგები გამოქვეყნდა.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply