Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი და დიზელი იანვრის 20 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.18 ლარია; „რეგულარი“ – 3.09; სუპერი – 3.26; ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,05 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,05 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 415,143 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,12 მილიონი ბარელით  და შეადგინა  250,037 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2,41 მილიონი ბარელით და შეადგინა  122,744 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,5 მლნ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,6%-ით, 0,54 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 94,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აშშ-ში მარაგების შემცირების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 1 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,46 (+ 0,34%)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,47 (+ 0,31%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავის ფასის შემცირების მიზნით პოლონეთმა დღგ 23%-დან 8%-მდე შეამცირა

პოლონეთში, ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით, დღგ დღეიდან 23%-ის ნაცვლად 8% გახდა პოლონური პრესა წერს, რომ დღგ-ის 23%-დან 8%-მდე შემცირება ბენზინზე და დიზელის საწვავზე ფასს 5,2,-5,4 ზლოტამდე შეამცირებს. მსხვილი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ფასებს უახლოეს საათებში შეცვლიან, ხოლო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ ჯერ კიდევ წინა კვირას განაცხადა, რომ შეამოწმებს, შეიცვლება თუ არა ფასები. მან აღნიშნა, რომ წინასაშობაო ...

Read More »

“საწვავის ფასები მოიმატებს და ეს გარდაუვალი პროცესია”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი პესიმისტური სცენარისკენ იხრება. როგორც მთვრალაშვილმა აღნიშნა, საწვავზე ფასები შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მისივე თქმით, ახალი პროდუქტების შემოტანის შემთხვევაში ოპერატორ კომპანიებს ფასების კორექტირება მოუწევთ. „ფაქტი ის, რომ საწვავზე ფასების მატება მოხდება, ეს გარდაუვალია პროცესია. პროგნოზები უშუალოდ ფასთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური სცენარისკენ იხრება ანუ ფასი შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად ...

Read More »

მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. “თებერვლის პირველ რიცხვებშივე ნაწილობრივ მოხდება ფასების ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების კუთხით ქვეყანაში იანვრის თვე არ არის აქტიური, დეკემბრის მარაგები გვაძლევდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც უკვე იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია აისახება გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები“,- აცხადებს ...

Read More »

ბელორუსი ნავთობის ტრანზიტის ტარიფს ზრდის

სს „გომელტრანსნეფტ დრუჟბას“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები ბელორუსის ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობის ტრანზიტული ტრანსპორტირებისთვის 1 თებერვლიდან 7,4%-ით იქნება ინდექსირებული. როგორც ბელოსუსული მედია იუწყება, აღნიშნული გათვალისწინებულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს 2022 წლის 19 იანვრის No7 ბრძანებულებით. გარდა ამისა, ხსენებული რეზოლუცია ითვალისწინებს ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების გაზრდას ქვეყნის შიდა მარშრუტიებზე იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება 2022 წელს ბელორუსში პროგნოზირებულ სამრეწველო ფასების ინდექსს.

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ნავთობის ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა – გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია

ნავთობის ფასი ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს. ორშაბათს 31 იანვარს Brent-ს მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა $91-ს, WTI-ს ღირებულებამ კი $87-ს გადააჭარბა. 2014 წლის შემდეგ პირველად შავი ოქროს ფასი შესაძლოა ისევ სამნიშნა მაჩვენებლით განისაზღვროს, რაც საქართველოში საცალო ფასზე აუცილებლად აისახება. ნავთობის გაიაფება სწორედ 2014 წელს დაიწყო და ივნისში მაშინ როცა ბარელი ჯერ კიდევ $110 ღირდა, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.77 იყო. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,71 %-ით, 0,67 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,17 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »