“საწვავის ფასები მოიმატებს და ეს გარდაუვალი პროცესია”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი პესიმისტური სცენარისკენ იხრება.

როგორც მთვრალაშვილმა აღნიშნა, საწვავზე ფასები შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

მისივე თქმით, ახალი პროდუქტების შემოტანის შემთხვევაში ოპერატორ კომპანიებს ფასების კორექტირება მოუწევთ.

„ფაქტი ის, რომ საწვავზე ფასების მატება მოხდება, ეს გარდაუვალია პროცესია. პროგნოზები უშუალოდ ფასთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური სცენარისკენ იხრება ანუ ფასი შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, თუნდაც იმ ფონზე, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის არსებობს ასეთი დაძაბული მდგომარეობა.

ახალი პროდუქტი ახალი ფასით შემოდის და ეს სამწუხაროდ იწვევს იმ რეალობას, როდესაც რიგ ოპერატორ კომპანიებს ფასების კორექტირება მოუწევთ მატებისკენ“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

Leave a Reply