რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავის ფასის შემცირების მიზნით პოლონეთმა დღგ 23%-დან 8%-მდე შეამცირა

პოლონეთში, ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით, დღგ დღეიდან 23%-ის ნაცვლად 8% გახდა

პოლონური პრესა წერს, რომ დღგ-ის 23%-დან 8%-მდე შემცირება ბენზინზე და დიზელის საწვავზე ფასს 5,2,-5,4 ზლოტამდე შეამცირებს.

მსხვილი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ფასებს უახლოეს საათებში შეცვლიან, ხოლო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ ჯერ კიდევ წინა კვირას განაცხადა, რომ შეამოწმებს, შეიცვლება თუ არა ფასები. მან აღნიშნა, რომ წინასაშობაო დღეებში აქციზის ფასის შემცირებამ ლიტრი საწვავის ღირებულება დაახლოებით 0,2 ზლოტით შეამცირა.

აქციზის ღირებულების შემცირების მიუხედავად, საწვავის ფასი იანვრის ბოლოსთვის ისევ გაიზარდა, რის მიზეზიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდაა. მძღოლები შიშობენ, რომ ამჯერადაც, თუ ნავთობისფასები კვლავ გაიზარდა, ფასები დიდხანს არ შენარჩუნდება 6 ზლოტზე ქვემოთ.

ცნობისთვის, 1 ზლოტი 0,75 ლარის ტოლია

P.S. პოლონური პრესით ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, 1 ლ ბენზინის ფასმა 5,19 ზლოტამდე დაიწია, ხოლო 1 ლ დიზელის საწვავის ფასმა კი 5,24 ზლოტამდე. შემცირდა აგრეთე ელექტროავტომობილების დამუხტვის ღირებულება – 0,29 ზლოტით 1 კვტ.სთ-ზე

წყარო: ipress.ge

Leave a Reply