Tag Archives: #ევროპა

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პოლიტიკა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის პროექტის წარდგენიდან 10 წელი გავიდა. პროექტის წარდგენისას არსებული დადებითი განწყობა კი მოსკოვის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა რადიკალურად შეცვალა. პროექტის მეორე ნაწილის ამოქმედების შედეგად მოსკოვისათვის შესაძლებელი გახდება ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს. ბუნებრივი აირის ფასი იმატებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დადებული პირობა ევროპისათვის ბუნებრივი ...

Read More »
გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

“გაზპრომი” ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად მზად არ არის

პუტინის განკარგულებით ევროპას ორშაბათიდან გაზის გაზრდილი რაოდენობა უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, “გაზპრომს” ევროკავშირის საცავების შესავსებად შესაბამისი ფორმალური პროცედურები ამ დრომდე არ გაუვლია. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და  ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასი 8%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 960 აშშ დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში კი დაკორექტირდა და სავაჭრო დღის დახურვისთვის 951 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების ...

Read More »

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა და მიედინება საპირისპირო, რუსეთის მიმართულებით. ამას ადასტურებს გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade-ის მონაცემები. გაზის ნაკადის მიმართულების ცვლილება სამი მაგისტრალური მილსადენიდან ერთ-ერთით, რომლითაც რუსულ გაზს დასავლეთ ევროპას აწვდის, უკვე მეორედ მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში. მიწოდების დეფიციტის გამო ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი გასულ კვირას 23%-ით გაიზარდა. მიწოდება შეიზღუდა იმ ფონზე, როცა ზოგიერთი რეგიონალური პოლიტიკოსი კრემლს მიწოდების შეზღუდვაში ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომი“ ასრულებს გაზის მიწოდებას რუსეთში მიწისქვეშა საცავებში, რათა უზრუნველყოს შიდა ბაზარზე გაზის უწყვეტი მიწოდება ზამთარში და ევროპის ობიექტებზე მიწოდების გაზრდას იწყებს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთში დამატებითი არასამუშაო დღეების გამოცხადების გამო, გეგმაზე მეტად ჩატვირთვის გაგრძელება 7 ნოემბრის ჩათვლით გადაწყდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა მცირედით დაიკლო, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ...

Read More »

მოლდოვის კრიზისი არის სიგნალი ევროპისთვის, რომელიც რუსულ გაზზე ზედმეტად არის დამოკიდებული

მოლდოვაში გაზთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად საშიშია ევროპის ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთის “გაზპრომზე”. ამის შესახებ Financial Times-თან საუბარში პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანია PGNiG-ის ხელმძღვანელმა, პაველ მაიევსკიმ თქვა. Financial Times წერს, რომ გასულ თვეში „გაზპრომმა“, გრძელვადიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მოლდოვას გაზის მიწოდება მესამედით შეუმცირა და ლურჯი საწვავის მიწოდების შენარჩუნებისთვის, წინა ფასთან შედარებით, ორჯერ მეტის გადახდა მოითხოვა. მოლდოვა იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 4,9%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 935,6 აშშ დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში კი დაკორექტირდა და სავაჭრო დღის დახურვისთვის 865,2 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა და ბუნებრივი აირის ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

17 სექტემბრის შემდეგ პირველად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 800 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება მცირდება და  17 სექტემბრის შემდეგ პირველად, 800 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე  795,8  აშშ დოლარს შეადგენს. გაზის ფასის შემცირება იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი ევროპის გაზის საცავების შევსებაზე დათანხმდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “გაზპრომი” ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი ისევ გაიზარდა

ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1085,5 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო შემდეგ მცირედით დაკორექტირდა და ამ დროისათვის 1072, 5 აშშ დოლარის ნიშნულზეა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად ...

Read More »

ევროპაში გაზის შესყიდვაზე კონკურენცია იზრდება

ევროპული ქვეყნები იძულებულნი იქნებიან, ზამთარში გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ევროპულ სოლიდარობაზე უარი თქვან. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროპის ქვეყნების გაზის საცავები ნორმაზე 20%-ით ნაკლებით ივსება. ამჟამად, მარაგების  მაჩვენებელი 71%-ზეა. ანალიტიკოსების აზრით, ყინვის დაწყებისთანავე, ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები  გაზის ექსპორტს აკრძალავენ. ექსპერტების აზრით, გერმანია, რომელიც 90%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ქვეყანა იძულებული იქნება უარი თქვას ევროპულ სოლიდარობაზე და  ნაკლებად მდიდარი ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ ...

Read More »