ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 4,9%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.
დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 935,6 აშშ დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში კი დაკორექტირდა და სავაჭრო დღის დახურვისთვის 865,2 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.
29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ ისევ დაიწყო ზრდა.