საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

17 სექტემბრის შემდეგ პირველად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 800 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება მცირდება და  17 სექტემბრის შემდეგ პირველად, 800 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე  795,8  აშშ დოლარს შეადგენს.

გაზის ფასის შემცირება იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი ევროპის გაზის საცავების შევსებაზე დათანხმდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “გაზპრომი” ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის.

Leave a Reply