Tag Archives: #გაზი

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

“გაზპრომმა” იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა

“გაზპრომმა” იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა. ამის შესახებ იტალიური კომპანია Eni-ში განაცხადეს. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, დღეს გაზის მიწოდება 34 მილიონი კუბური მეტრიდან 27 მილიონამდე შემცირდა, მაშინ – როდესაც გასულ კვირას კომპანიაში აღნიშნეს, რომ გაზის მიწოდება გაეზარდათ. 25 ივლისს “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკად1”-ის მილსადენით ევროპას გაზის მიწოდება 20%-მდე შეამცირა.

Read More »

მსოფლიო ევროპაში გაზის ფასმა 2500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2500 დოლარს გადააჭარბა. შესაბამისი მონაცემი ლონდონის ბირჟის ICE-დან ირკვევა. გაზზე ფასები ევროპაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების ფონზე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან პირველად, ევროპაში გაზის ფასმა 2300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »

გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის საწყობები რეკორდული მაჩვენებლით, 80%-მდე შეივსო. აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი ამ კუთხით ყველა დროის მაქსიმუმზეა. „ჩვენ ყველა დროის მაქსიმუმზე ვართ. ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ ზამთრისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის მთავრობის მეთაური. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩეხეთი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. რუსულმა გაზის ...

Read More »

კულება: გაზის ომის წინააღმდეგ ერთადერთი გზაა რუსეთისთვის საპასუხო დარტყმის მიყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს რუსეთის გაზის ომის საწინააღმდეგო დარტყმისკენ მოუწოდა. როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთის “გაზის ომი” უკრაინაში ომის გაგრძელებაა. “ევროპის წინააღმდეგ პუტინის გაზის ომი არის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირდაპირი გაგრძელება. ყველგან, სადაც კი მას შეუძლია ზიანის მიყენება, ის ამას გააკეთებს. ის იყენებს ევროპის ნებისმიერ დამოკიდებულებას რუსეთზე, რომ გაანადგუროს ყოველი ევროპული ოჯახის ნორმალური ცხოვრება. ერთადერთი გზაა ...

Read More »

საფრანგეთი გაზის მოხმარების შემცირების ევროკავშირის გეგმას დაუჭერს მხარს

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, ანიეს პანიე-რუნაშეს განცხადებით, ევროკავშირის გეგმა, რომელიც გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს, ევროპული სოლიდარობის აუცილებელი გამოვლინებაა და საფრანგეთი მას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის მინისტრები გაზის მოხმარების შემდგომი შემცირების კურსს შეათანხმებენ. “ეს კი საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ სოლიდარობა, რომელიც დღეს ასე საჭიროა ევროკავშირში. გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება სრულად შეესაბამება “ენერგეტიკული სიფხიზლის” გეგმას და ჩვენ ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმების წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა „ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, – განაცხადა მინისტრმა. გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების ...

Read More »

ირანი რუსეთთან დადებულ სანავთობო შეთანხმებას ხელსაყრელ გარიგებად მიიჩნევს

რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს “ურთიერთგაგების მემორანდუმს” ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების შესახებ. ირანული კომპანია Petroleum Engineering and Development Company (PEDEC)-ის გენერალური დირექტორის აბუზარა შარიფის აზრით, ეს არის ორმხრივად მომგებიანი გარიგების მაგალითი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანი იმედოვნებს, რომ 40 მილიარდი დოლარის მემორანდუმის განხორციელება პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას სჭირდება ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაასრულა. ალოტში, ველებში, ჩეკურაანთგორში, მელიასხევში, თოლენჯში, სიმონიანთხევში, ცალუღელაანთკარში, გორანაში, ხევსურთსოფელში, დევენაანთხევსა და საყდრიონში პროექტის ფარგლებში აშენდება 75 744 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1049 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. პროექტის ღირებულებამ 2 320 726 ლარი შეადგინა. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ...

Read More »

ამერიკელი ოფიციალური პირები აქტიურად მუშაობენ, რათა რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების შემცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კულისებს მიღმა აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების ერთიანობის შენარჩუნებისთვის, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებას ევროპის ქვეყნებისთვის, რაც პანიკას იწვევეს ბუნებრივი აირის პოტენციური დეფიციტის შექმნის თვალსაზრისით – ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. „ეს ჩვენი ყველაზე დიდი შიში იყო“, – აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი მედიასთან საუბარში. „სიენენის“ ცნობით, ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

2000 დოლარი – ევროპაში გაზის ფასი მაქსიმუმზეა

გაზის გაცვლითმა ფასმა ევროპაში მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ათას კუბ/მ-ზე პირველად გადააჭარბა 2000 დოლარს. ამის შესახებ RBC-Ukraine ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი მატება რუსული „გაზპრომის“ ქმედებებითაა განპირობებული. გუშინ „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს, დილის 7 საათიდან, Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »