გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის საწყობები რეკორდული მაჩვენებლით, 80%-მდე შეივსო. აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი ამ კუთხით ყველა დროის მაქსიმუმზეა.

„ჩვენ ყველა დროის მაქსიმუმზე ვართ. ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ ზამთრისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის მთავრობის მეთაური.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩეხეთი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

რუსულმა გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ Nord Stream-1-ის გაზსადენის კიდევ ერთ ტურბინას სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერებს. ამრიგად, გაზის მიწოდება შემცირდება 33 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში.

ევროკავშირი რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

Leave a Reply